თქვენ მოგიწევთ ისწავლოთ თვითგამოხატვა, გამოავლინოთ შემოქმედებით უნარები, იყოთ გამორჩეული და ჯგუფისგან დამოუკიდებელი – ლიდერი. უნდა გაერკვეთ საკუთარ სურვილებში და მიჰყვეთ საკუთარ ნებას. ერიდეთ ემოციურ გაუცხოებას, გამოხატეთ გრძნობები. გააღვიძეთ თქვენში შინაგანი ბავშვი, რომელიც მთელი მგზნებარებით ითხოვს სიყვარულს და ყურადღებას. კონკრეტული ადამიანები უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს თქვენთვის, ვიდრე ზოგადად ადამიანები და უპირატესობა თქვენს სუბიექტურ აზრს მიანიჭოთ და არა ობიექტურ ანალიზს. აუცილებელია ჯანსაღი ეგოიზმის განვითარება, თორემ ყველაფერი საშინელ კომპლექსებად გარდაგექმნებათ და შინაგანი კონფლიქტების მსხვერპლი გახდებით. ეცადეთ სხვა ადამიანებსაც დაეხმაროთ ამაში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია