ცხოვრება გამუდმებით ჩაგაყენებთ ისეთ სიტუაციაში, სადაც პასუხისმგებლობის აღება მოგიწევთ. იგი გაიძულებთ ზრდასრულ ადამიანად იქცეთ, გაიზარდოთ. დაგაკისრებთ უამრავ ვალდებულებას და გაიძულებთ ისწავლოთ სიტუაციის კონტროლი, დაგეგმვა და მომავალზე გათვლა. მოგიწევთ მოთმინების სწავლა, პატარ-პატარა ნაბიჯებით სიარულის უნარის განვითარება. არ დართოთ ნება საკუთარ შიშებს და ემოციებს გმართონ, რამე გარკვეული მიმართულება მოგცენ. ემოციური უსაფრთხოების, სახლის, ოჯახის მოთხოვნილებას არ მისცეთ უფლება გზიდან გადაგახვევინოთ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია