ამ ადამიანს იზიდავს უცხოელები და მათაც მოსწონთ იგი. იდეალურ პარტნიორად მიაჩნია ადამიანი, რომელსაც უყვარს თავგადასავლები და ესწრაფვის ახალი გამოცდილების მიღებას. ბუნებით ოპტიმისტი და გულიანია. შეუძლია ცხოვრებით ტკბობა. ზედმეტად არ ეწეპება საყვარელ ადამიანს და ასევე ელის, რომ ურთიერთობაში მასაც მისცემენ თავისუფლების საჭირო დოზას და არ დაურღვევენ პირად სივრცეს. ვერაფრით ვერ იგრძნობს თავს ბედნიერად ისეთ კავშირში, სადაც მას ზღუდავენ და უკრძალავენ. სინამდვილეში ცხოველი სიყვარული აქვს თავისუფლებისა და უსაზღვრობის. აფასებს საწინააღმდეგო სქესში ენთუზიაზმს და მზაობას გაატაროს კარგი დრო მასთან ერთად. მაღალ იდეალებს ესწრაფვის სიყვარულში, თუმცა გრძნობები არც ისე ღრმაა. სიამოვნებას ფილოსოფიური სწავლებებისგან, მოგზაურობისა და საერთოდ შემეცნების პროცესიდან იღებს. ინტერესების სფეროა, ასევე, რელიგია და ხელოვნება. შესაძლოა გაიტაცოს ხელოვნების ისტორიამ. მოსალოდნელია ქორწინება უცხოელთან.
უარყოფითი გამოვლინება (დაზიანებული სახლი, ან პლანეტა) – დანაკარგი მოგზაურობის დროს, უსიამოვნო კავშირები უცხოელებთან, არარეალური, ილუზიებით გაჯერებული იდეალები. რელიგიური ფანატიზმის განვითარების საფრთხე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია