მესაკუთრე და ეჭვიანი ინდივიდი მკვეთრად გამოხატული სექსუალობით. ხასიათდება უკიდურესი მგრძნობელობით და სიღრმეების წვდომის უნარით.
ამ ადამიანს სასიყვარულო კავშირებში მოსწონს სიმძაფრე და ნამდვილი დრამა, პარტნირებს შორის ნეიტრალური კომუნიკაცია გაუმართლებლად მიაჩნია. აქვს შიში, რომ სიყვარული მას განაიარაღებს და დაუცველს გახდის, ამიტომ ადრეულ წლებში ემოციებზე კონტროლის დამყარებას ცდილობს. ღალატის შიში მოდის მისი მესაკუთრე და ეჭვიანი ბუნებიდან. როდესაც თავს ამის უფლებას აძლევს, უყვარდება მთელი გულითა და არსებით და სანაცვლოდ ითხოვს ერთგულებასა და ყურადღებას. ვნება ამ ინდივიდის ცხოვრებაში ძალებისა და რესურსების აღდგენის წყაროა. მისი შარმი სიღრმიდან გამოსხივდება, შემპარავად, ცდუნების საცეცებით ეხვევა ინტერესის ობიექტს. იზიდავს ყველაფერი ფარული, იდუმალი და აკრძალული. პოულობს სილამაზეს და რომანტიკას იმედგაცრუებებში, ვნებების სიმძაფრესა და სურვილით შეპყრობაში. იგი აინტრიგებს ადამიანებს.
შესაძლოა ქორწინებიდან, ან სხვა სოციალური კავშირებიდან ფინანსური სარგებელი მიიღოს. ხშირად ვენერას ეს პოზიცია მემკვიდრეობაზე მიუთითებს.
უარყოფით გამოვლინებაში (დაზიანებული პლანეტა, ან სახლი) დიდხანს ატარებს ბოღმას გულით, გულჩათხრობილია, მუდმივად განიცდის სიყვარულის უკმარობას.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია