ვენერა მეექვსე სახლში

    0
    6428

    ამ ინდივიდის სიყვარულისა და სითბოს გამოხატვის ფორმები არის პრაქტიკული და სასარგებლო. რაიმე ტიპის სამსახურის გაწევა საყვარელი ადამიანისათვის მისთვის სასიამოვნო გამოცდილებაა. სოციუმში მიმართვისა და მოპყრობის ფორმის იდეალად ტაქტი და დელიკატურობა მიაჩნია. აქვს დიზაინის ნიჭი. საბოლოო პროდუქტი რომ განსაკუთრებული და დახვეწილი იყოს, დიდ ყურადღებას აქცევს დეტალებს. ახასიათებს სამსახურზე ემოცირი მიჯაჭვულობა, სამუშაო გარემოს ლამაზად, კომფორტულად და ჰარმონიულად აწყობს. კოლეგებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ვენერას ბუნების გამო შესაძლოა მოღვაწეობდეს ხელოვნების რომელიმე დარგში. ეს ასპექტი ხშირად მიანიშნებს, რომ ინდივიდი თავისი საქმიდან სიამოვნებას იღებს. კოლექტივში ბევრი ქალია. შესაძლოა თანამშრომელთან გააბას რომანი და იქორწინოს კიდეც მასზე. მოსალოდნელია, რომ გამოავლენს საკუთარი სექსუალობის ჩახშობის ტენდენციას, რადგან აქ ვენერა არ იმყოფება კომფორტის ზონაში. სიყვარულს არასოდეს გამოხატავს ემოციური, მგრძნობიარე ფორმით, არამედ პატარა საჭირო საქმეების მოგვარებით. პარტნიორის ყველა გასავალზე ცდილობს კონტროლის დამყარებას. აქვს ცდუნება გადაჭარბებული ფიზიკური სიამოვნების. მაგალითად, კვება. ყურადღებით უნდა იყოს, რომ ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემა არ შეიქმნას. ხშირად ავად ყოფნის მიზეზი სასიყვარულო გაუგებრობებია.

    უარყოფითი გამოვლინება – კონფლიქტი სამსახურში, სიამოვნებისა და რომანტიკის ნაკლებობა ცხოვრებაში, კომპლექსები სასიყვარულო კავშირებში, ზედმეტი ვალდებულებები.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია