ვენერა მეხუთე სახლში

0
13416

ამ ინდივიდისთვის რომანტიკა ყველაფერია. ვნებიანია. აქვს გამოხატული, ძლიერი ინტერესი საწინააღმდეგო სქესისადმი. კეკლუცი, მხურვალე, მხიარული, მგრძნობიარე ნატურაა, რომელიც ფლირტის ხელოვნებას ფლობს. ძალიან მიმზიდველი და მომხიბვლელია. მარტივად აცდუნებს მისი ინტერესის ობიექტს და ზოგადად შეუძლია პოპულარობის მოპოვება. შეყვარებულია სიყვარულზე. მუდმივად ყავს რომანტიკული ინტერესის საგანი. ამის გამო დიდხანს რჩება შინაგანად ახალგაზრდა. იგი ბუნებით ოპტიმისტია. უყვარს ბავშვები და მისგან კარგი მშობელი დგება. ყავს ლამაზი შვილები. ავლენს მძაფრ ინტერესს ხელოვნებისა და მუსიკისადმი. ხშირად თავად კავდება შემოქმედებით. კარგი სამსახიობო მონაცემები აქვს. ზედმიწევნით კარგი მდებარეობაა კინოკარიერისა და მხატვრობისათვის. სასიყვარულო კავშირებში, ისე როგორც ხელოვნებაში ყოველთვის შენარჩუნებულია დრამატურგიული ხაზი . საკმაოდ ლოიალურია პარტნიორის მიმართ. მისთვის იდეალური პარტნიორი რომანტიკული, პოეტური, მომხიბვლელი და შარმიანია.

უარყოფით გამოვლინებაში ადამიანი თავქარიანი და ქარაფშუტაა, ემორჩილება ყველა სასიყვარულო იმპულსს, რამაც შესაძლოა მრავალჯერად იმედგაცრუებამდე მიიყვანოს. ზრუნავს მხოლოდ სექსუალური სიამოვნების მიღებაზე.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია