ინდივიდი ეძებს ბალანსს, სილამაზეს, ჰარმონიას და სიმშვიდეს საკუთარ სახლში. მოსწონს კარგად მოწყობილი და ფუფუნების საგნებით, ხელოვნების ნიმუშებით სავსე ოთახები. სახლის დიზაინის მართლაც გემოვნებიანი ხედვა აქვს. სიმპატიებს და სიყვარულს გამოხატავს მზრუნველობით. მარტივად არავის ჩუქნის გულს, მაგრამ როდესაც ამას აკეთებს, მასში მთელ ემოციას დებს. შესაძლოა გახდეს ზედმეტად დამოკიდებული და მიჯაჭვული პარტნიორზე. როგორც წესი, ყავს ძალიან მომხიბვლელი მშობლები, ნეგატიურ გამოვლინებაში კი მშობლები შესაძლოა იყვნენ ზედმეტად შემწყნარებლები და გამოხატავდნენ გადაჭარბებულ მზრუნველობას. განვითარებული პატრიოტიზმის გრძნობა აქვს. ზოგადად მჭირდო ემოციური კავშირები აქვს ოჯახის წევრებთან და ინარჩუნებენ უზარმაზარ სიყვარულს მამისეული კერისადმი.
მეოთხე სახლის ვენერას კარგი, უზრუნველყოფილი სიბერე აქვს.
უარყოფით გამოვლინება – ძველი სახლი, დაულაგებელი, პრობლემური ურთიერთობები ოჯახის წევრებთან. უყურადღებობა მშობლების მხრიდან.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია