ვენერა მესამე სახლში

    0
    14776

    გამოირჩევა ძლიერი ვერბალური ექსპრესიით, დიპლომატია და ცდილობს არასოდეს დაკარგოს ტაქტის გრძნობა. მარტივად შეუძლია სიტყვიერად მოუგოს ნებისმიერს, გამოირჩევა რა ძალიან ლამაზი ხმითა და სიტყვების ოსტატურად შერჩევის უნარით. მუდამ მზადაა თქვას კომპლიმენტები. არის შანსი ლამაზად ლაპარაკის ნიჭი გამოიყენოს პირფერობისათვის. კარგი შუამავალია, სწრაფად შეუძლია არგუმენტების ჩამოყრა და დროებით მაინც შეძლებს აღადგინოს სიმშვიდე. ამ ადამიანს აქვს მავნებლური მხარეც, სურვილი შეინარჩუნოს ტაქტი და იყოს ზრდილობიანი ყოველთვის ვერ რეალიზდება. ხშირია გონებრივი თამაშები და საბოლოოდ შესაძლოა შეამჩნიონ, რომ ხშირად არ გულისხმობთ იმას, რასაც ამბობს და არ ამბობს იმას, რასაც გულისხმობთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ჰაერივით სჭირდება ცვლილებები და სიახლეები.

    შესაძლოა ჰქონდეს ტალანტი მუსიკისა თუ სამსახიობო ხელოვნების, წერის ტალანტი აქვს. კარგად ეწყობა ოჯახის წევრებს, რადგან მათთან კამათი არ მოსწონს. შეუძლია წავიდეს კომპრომისზე. ეცდება დარწმუნებას, მაგრამ არა იძულებას. სოციალურად აქტიური ნატურაა. ქვეცნობიერად ადამიანებთან შერჩევითი დამოკიდებულება აქვს – ვინც მოსწონს მისთვის ყველაფერი დასაშვებია. ასეთივე შერჩევითი დამოკიდებულება აქვს ინფრომაციის აღქმასთან, იმახსოვრებს იმას, რაც აწყობს და მის შეხედულებებთან შესაბამისობაში მოდის. უკეთ განასახიერებს სიყვარულს, ვიდრე რეალურად გრძნობს მას. მისი რომანტიკა აქტიურდება ცვლილებებისა და ინტელექტუალური საუბრების დროს.

    უარყოფით გამოვლინებაში გაუგებრობები და დისჰარმონია პირად ურთიერთობებში, სტაგნაცია და უინიციტივობა.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია