ვენერა მეორე სახლში

0
15861

ინდივიდი ფინანსური კეთილდღების მიღწევის იდეითაა შეპყრობილი და როგორც წესი, არ უჭირს ამ მიზნის განხორციელება. სიმდიდრე მისი სისუსტეა. ეს მდებარეობა ბიზნესის მართვის ტალანტზე მიანიშნებს, გამოირჩევა ფულის შოვნის საოცარი უნარით. თუ ნიჭი ხელოვნებაში აქვს ( ასეთი შემთხვევები ხშირია), სწორედ აქედან მიიღებს ფინანსურ სარგებელს.

ამ ადამიანისათვის მნიშვნელოვანია სიყვარული და სითბო გამოხატული იყოს რაც შეიძლება მატერიალური და ხელშესახები ფორმით. საკმაოდ ექსტრავაგანტული, მკვეთრად ჩამოყალიბებული გემოვნება აქვს. იზიდავს ხარისხიანი, განსაკუთრებული და ძვირადღირებული ნივთები. ძირითადად უხვია მაშინ, როდესაც რაღაცას სანაცვლოდ ელის. თუმცა არც ქველმოქმედებაა მისთვის უცხო. ზოგჯერ ეს პოზიცია აჩვენებს, რომ უკიდურესად სურს პარტნიორში გამოიწვიოს აღფრთოვანება. ყელი და მკერდი ეროგენული ზონებია და როგორც წესი, უჩვეულოდ მიმზიდველი, მომაჯადოვებელი ხმა აქვს. მისთვის იდეალურია არა იდუმალი და რთული, არამედ მარტივი და გულწრფელი პარტნიორი, რომელიც მიანიჭებს უსაფრთხოებისა და სიმყარის განცდას. თუკი სიყვარული ეწვია, ეს გრძნობა ხანგრძლივი და ნამდვილია. აქვს მყარი ღირებულებათა სისტემა და რთულია მას აზრი შეაცვლევინო. მგრძნობიარეა შეხებისა და სუნების მიმართ.

უარყოფით გამოვლინებაში მფლაგველი, გაზულუქებული ინდივიდია და მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრობს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია