ვენერა მეთორმეტე სახლში

0
15873

დიდი რომანტიკოსი და მეოცნებე, რომელიც თავისი პარტნიორის ცხოვრებით ცხოვრობს და მისი სუნთქვით სუნთქვავს. ვერ ახერხებს საზღვრების დაწესებას, რომ გამოყოს მისი სურვილები პარტნიორის მისწრაფებებისაგან. საოცრად ემოციური და მგრძნობიარეა, ძალიან მარტივია მიაყენო ტკივილი. უცნაური ადამიანები იზიდავს. უჩვეულო, საიდუმლო, პრობლემური, არათანასწორი სასიყვარულო კავშირებისაკენ აქვს ლტოლვა. შესაძლოა პარტნიორმა ბოროტად გამოიყენოს მისი გადამეტებული თანაგრძნობის უნარი, ასევე ზედმეტად უცხადებს ნდობას საყვარელ ადამიანს, რაც შესაძლოა იმედგაცრუებით დასრულდეს. ეს მდებარეობა მიანიშნებს მიუწვდომელი ადამიანის სიყვარულზეც.

სიყვარულს და თავგანწირვას ერთ მთლიანობად მოიაზრებს, მისი აზრით აუცილებელია გასცეს ბევრი იმისთვის, რომ იყოს საყვარელი ადამიანის გვერდით. საკმაოდ იდუმალი ნატურაა, თუნდაც ამას არ ცდილობდეს, რადგან მისი რომანტიკული მოთხოვნები ღრმად დაფარულია. ასეთი ადამიანი მიდრკილია თვითგვემისაკენ, რადგან ქვეცნობიერად არ თვლის თავს თანასწორი სასიყვარული კავშირის ღირსად. ბუნებაში განმარტოვება სჭირდება ძალების აღსადგენად, ამიტომ აფასებს მას. უსიტყვოდ ეხმარება გაჭირვებულებსა და უბედურ ადამიანებს როგორც შეუძლია.

რადგან სიღრმეებში წვდომის და თვითდაკვირვების უნარი აქვს მისგან კარგი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი დგება, განვითარებული ფანტაზია და მგრძნობელობა შესაძლებლობას აძლევს მოსინჯოს ძალები მხატვრობაში, მუსიკაში, კინოში, მწერლობაში. ეს მდებარეობა მიანიშნებს შემოსავლის საიდუმლო წყაროებზე.

უნდა ითქვას, რომ ვენერას ეს პოზიცია უნივერსალური სიყვარულის ფორმაა – გრძნობები ყოველგვარი ანგარების გარეშე, თავაწირვა და გაცემა, ყოველგვარი მოლოდინების გარეშე. უზომო ერთგულება და გაგების უნარი.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – მარტოობა, პარტნიორის მხრიდან მისი ნდობის ბოროტად გამოყენება და ღალატი, არარეალური სიყვარული.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია