ვენერა მეთერთმეტე სახლში

0
14208

ბუნებრივად ამყარებს ჰარმონიულ და მეგობრულ ურთიერთობებს. ამდენად, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. არასოდეს ღალატობს თავაზიანობას. საახლობლო წრესთან მოსწონს გარკვეული საკითხების შესახებ მსჯელობა.

ამ პერსონას იზიდავს უნიკალური, ორიგინალური თვისებების მქონე ადამიანები. სიყვარული რომ შედგეს, ურთიერთობამ უნდა გაიაროს მეგობრობის სტადია. მეტიც, აქვს უნარი მეგობრობა და სიყვარული ერთმანეთში გადაზარდოს. ამასთან, რომანტიკული კავშირი გაჯერებული უნდა იყოს გარკვეული ტიპის არასტანდარტული ელემენტებით, რათა მისი ინტერესი არასოდეს განელდეს. შესაძლოა თანამგზავრი იპოვნოს იმ ჯგუფებში, სადაც გაერთიანებულია, ან სამეგობრო წრეში. ვენერას ეს პოზიცია ინდივიდს სოციუმში წარმატების შესაძლებლობით აჯილდოვებს. მეგობრები ხელოვანი ხალხია. უკიდურესი იდეალიზმი მისი მთავარი პრობლემაა. არის კარგი რეჟისორი, ფსიქოლოგი, სცენარისტი და ასტროლოგი.

უარყოფით გამოვლინებაში (როცა პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – მძიმე ხასიათის, ესცენტრული მეგობრები, არარეალისტური მიზნები, ბოჰემური ცხოვრება.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია