საკმაოდ პატივმოყვარე ადამიანი. შეუძლია წარმატებული კონტაქტების დამყარება გავლენიან ადამიანებთან. აქვს სოციალური წვეულებების ორგანიზების ნიჭი. ვენერას ეს პოზიცია მიანიშნებს სოციალურ აღმასვლაზე, შესაძლოა ამაში მეგობარი, ან საყვარელი ადამიანი დაეხმაროს.
მას პატივს სცემენ განსაკუთრებული შარმის გამო, ჰყავს თაყვანისმცემელთა არმია, ბევრი მათგანი პირადად არც იცნობს. მისი განსაკუთრებული აურა ეფექტურია შორ მანძილზეც. მან ეს მშვენივრად იცის, ამიტომ ხშირად ხელოვნების რანგში აჰყავს გარშემომყოფთა მონუსხვის ოსტატობა, რათა მიაღწიოს სასურველ მიზანს. იგი ავტორიტეტს არა სიმკაცრით, არამედ მოქნილობითა და მიმზიდველობით იხვეჭს. სურს ყველა მოხიბლოს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის სახე და სტატუსი, ამიტომ იქმნის საჭირო იმიჯს. ეს ვენერა პოპულარობის და საზოგადოებრივი აღიარების შესაძლებლობას ჩუქნის. ბევრი ადამიანი, რომელსაც რუკაში ეს მდებარეობა აქვს ,,დაქორწინებულია” საკუთარ საქმესა თუ იმიჯზე. კარიერას, როგორც წესი, ხელოვნების რომელიმე დარგში იკეთებს. ასევე წარმატებული დიპლომატია. ინტერესდება კლასიკური ხელოვნებით. მოქნილი სხეული აქვს.
თავდაჭერილობის მიუხედავად, გულწრფელად და ბოლომდე უყვარს. არ გამოფენს გრძნობებს საჯაროდ. ვინაიდან სახლი მეათეა, წარმატება უმეტესწილად ცხოვრების მეორე ნახევარში მოდის,
უარყოფით გამოვლინებაში (სახლი, ან პლანეტა დაზიანებულია) – შეპყრობილი კარიერული წინსვლით, უმადურობა, საზოგადოება არ აღიარებს, პრობლემები ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია