მომხიბვლელი, მიმზიდველი, შარმიანი და გრაციოზულია. კეკლუცი და ფლირტი მისი ბუნებრივი მდგომარეობაა. მარტივად შეუძლია დამეგობრება, დელიკატურია. ურთიერთობებში სითბოს დაუნანებლად გამოხატავს. საკმაოდ პოეტური ნატურაა, ყველგან ჰარმონიას და მშვენიერებას ეძებს. სურს მისით მოხიბლული დარჩნენ. მყარი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. მათი სტილით და მანერებით გარშემომყოფები აღფრთოვანებულნი რჩებიან. მოდური და გემოვნებიანია, იცმევს დახვეწილად. ამ ბუნებრივი შარმითა და მაგნეტიზმით, შეუძლიათ გაიმარჯვონ დებატებში. კარგად იყენებს თავის მომხიბვლელობას, როდესაც სიმპატიის მოპოვება სურს და ეს მას ყოველთვის და ყველგან სურს. ცდილობს ყველგა მხიარულება შეიტანოს. დიდი ალბათობით კარგი გარეგნობა აქვს და დიდხანს ინარჩუნებს მას. აფასებს ხელოვნებას და უამრავი ლამაზი ნივთი აქვს გარშემო. საერთოდ კარგად ერკვევა ხელოვნებაში. მოსწონს ფუფუნება. სასიყვარული ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანისათვის და განიცდის საშინელი უკმარობის გრძნობას თუ პარტნიორი არ ჰყავს. განსაკუთრებით ლამაზი სახე და თავი აქვს, რადგან პირველ სახლშია და ვერძი სწორედ სხეულის ამ ნაწილს მართავს. თავს კომფორტულად გრძნობს მაღალი სოციალური ფენის წვეულებებზე. იღბალი ხშირად წყალობს. დიდი შანსია ქორწინებაში ბედნიერება იპოვნოს.
ამ პოზიციის ნაგატიური გამოხატულება ზედაპირული შარმია, ხდება უტყვი როდესაც გამოწვევის წინაშე დგას ან ეჭვებშია, ახასიათებს ორსახოვნება და პასიური აგრესია. შესაძლოა შეიპყროს სიზარმაცემ, გაუჩნდეს გარკვეული სახის კომპლექსები პირად ურთიერთოებებში, განუვითარდეს ეგოიზმი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია