ვენერა მეშვიდე სახლში

0
3244

ეს ადამიანი კავშირებისთვისაა გაჩენილი. ურთიერთობების ხელოვანია. მარტოობა ყველზე დიდი სასჯელია მისთვის და ამის წარმოდგენაც კი უჭირს. სასიყვარულო ურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნებას ცდილობს და არასოდეს დომინანტობს. ზოგჯერ გაუმართლებლად ბევრ დათმობაზე მიდის ბალანსის შესანარჩუნებლად. ბუნებით მშვიდობისმყოფელია. სოციუმში თავს დახვეწილად ავლენს და ჩვეულებრივ ბედნიერი ქორწინება აქვს. ზოგადად ქორწინება და მეგობრები მნიშვნელოვანი თემებია მის ცხოვრებაში. მას კონტაქტების მრავალფეროვნება სჭირდება, მარტო თავს დიდ გაუგებრობაში გრძნობს. მეუღლე, როგორც წესი, ლამაზი და მიმზიდველი ჰყავს, არც თავად აკლია მაგნეტიზმი და მომხიბვლელობა. არის შემთხვევები, როცა იმდენად სწრაფად ეშვება თავით ურთიერთობაში, რომ ვერ ასწრებს აღიქვას პასუხისმგებლობა. ქვეცნობიერად ქორწინებიდან მატერიალური მდგომარეობის გამყარებას ელის და ქორწინებას მოაქვს კიდეც კეთილდღეობა. უნარები აქვს ფსიქოლოგიაში, გაყიდვებსა და საზოგადოებრივ ურთიერთობებში.

ფინანსური შემოსავლები ხშირად აქვს რაიმე საერთო პროექტიდან. ხშირად მისი ღია მტრები ქალები არიან.

უარყოფითი გამოვლინება (დაზიანებული პლანეტა, ან სახლი) – უიღბლო ქორწინება, არავის მისი არ ესმის, გაუმართლებელ კომპრომისებზე მიდის. პარტნიორული კავშირები მის ფინანსებზე უარყოფითად აისახება. სოციუმისთვის მიუღებელია.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია