ურანი მეცხრე სახლში

    0
    6425

    პროგრესული, ჰუმანური იდეების მქონე რეფორმატორია. მისი მსოფლმხედველობა თავისუფალია ყოველგვარი სტერეოტიპების, სტანდარტებისა და დოგმებისაგან. როგორც წესი, აქვს რაიმე უნიკალური ნიჭი. ბუნებით დამოუკიდებელი და ცნობისმოყვარეა. შემეცნების პროცესი უსისტემო და არათანმიმდევრულია — შეიძლება არ ისწავლოს მაშინ, როცა ამას თხოვენ და მიიღოს დიდი ოდენობის ინფორმაცია უმოკლეს დროში, როცა ეს თავად აინტერესებს. უპირატესობას ანიჭებს შემეცნების ინოვაციურ გზებს. მისი გონება მუდმივად გადაადგილდება სივრცეში (ყველგან) და დროში (წინ). მოგზაურობა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს და თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. იზიდავს ეგზოტიკური ადგილები, სადაც განსაკუთრებული გამოცდილების მიღებას და ახალი, უცნაური შეგრძნებების განცდას შეძლებს. უმხედრდება ყველაფერს დრომოჭმულს, ძველს, შემზღუდველს. მიაჩნია, რომ პროგრესი და ინდივიდუალიზმის განვითარება უმთავრესი ამოცანაა. ინტუიციის წყალობით შეუძლია გამოიცნოს სოციუმის ტენდენციები — ზედმიწევნით წინასწარმეტყველებს რა სურათს მივიღებთ წლების შემდეგ. უპირისპირდება რელიგიას და იდეოლოგიებს, როგორც დოგმების სისტემას და პიროვნული თავისუფლების შემზღუდველ ფაქტორს. მისთვის იდეალური ადამიანი ყოვლად არასტანდარტულია. თვითსრულყოფას უჩვეულო ფორმებით და ინდივიდუალიზმის განვითარებით ცდილობს.

    ბევრჯერ ექნება დაუგეგმავი მგზავრობა საზღვარგარეთ.

    უარყოფით გამოვლინებაში – საფრთხე მგზავრობისას, პრობლემები საზღვარგარეთ, უტოპიური იდეები.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია