ურანი მერვე სახლში

0
7085

განვითარების შემთხვევაში ნათელმხილველის, წინასწარმეტყველის, ექსტრასენსული ნიჭის მქონე ადამიანის პოზიციაა. საოცრად იზიდავს მისტიკა, ფიზიკა, ოკულტიზმი, მაგია. მისთვის მეცნიერება, ფსიქოლოგია და ირეალური სამყარო ერთ მთლიანობას ქმნის. იკვლევს ინდივიდისა და სამყაროს მოწყობის საიდუმლოს. ქვეცნობიერი სიღრმეზე მოულოდნელი გამონათებებით შეიძლება ჩავიდეს, ნებისმიერ შემთხვევაში, აქვს საოცარი სურვილი თავად დააპროგრამოს და აკონტროლოს ქვეცნობიერი. აინტერესებს სიკვდილი როგორც ფენომენი. საფრთხის მოახლოვებას სენსორულად გრძნობს. ხშირადაა ექსტრემალურ სიტუაციებში. მისი სექსუალური გემოვნება განსხვავებული და ორიგინალურია. მძაფრი წარმოსახვა და დაუჯერებელი ინტუიცია აქვს.

ძალიან გონივრულად და უნიკალურად აბანდებს ფულს, განსხვავებული გზებით მართავს სხვის ქონებასა და ფინანსებს. არის შანსი მოულოდნელად მიიღოს დიდი მემკვიდრეობა.

უარყოფით გამოვლინებაში – უბედური შემთხვევების საფრთხე, სექსუალური ენერგიის ცუდად მართვა, გარყვნილებამდე მისული სექსუალური ცხოვრება, მოულოდნელი ფინანსური დანაკარგები, ფსიქოლოგიური პრობლემები.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია