ურანი მეშვიდე სახლში

    0
    8408

    ამ ინდივიდს არაორდინალური, უცნაური ადამიანები იზიდავს. ილტვის არასტანდარტული ურთიერთობებისკენ. ქორწინებასა და პარტნიორობაში აბსოლუტურ თავისუფლებას ითხოვს, ყოველგვარი შეზღუდვებისა და დათქმების გარეშე. ქორწინება არასტაბილურია, შესაძლოა მოულოდნელად შექმნას ოჯახი და ასევე მოულოდნელად დაანგროს იგი, რადგან მისი გადაწყვეტილებები ამ სფეროში დაუფიქრებელ, იმპულსურ ხასიათს ატარებს. პარტნიორთან მეგობრობს, ცვლის მასთან იდეებსა და აზრებს, მოსწონს მრავალფეროვნებით, თავგადასავლებით სავსე ოჯახური ცხოვრება. მისი ბუნებრივი პარტნიორი ნიჭიერი, უცნაური, ექსცენტრული, ორიგინალური, მეამბოხე ადამიანია.

    სოციუმთან ტელეპატიურ კავშირს ამყარებს, შეუძლია გაშიფროს ყველა აზრი და ფარული ტენდენცია.

    მას სრულიად მოულოდნელად მტრობენ და უპირისპირდებიან. ცვალებადი ხასიათი აქვს და თანამშრომლობაში არასტაბილურია.

    უარყოფით გამოვლინებაში – კონფლიქტი სოციუმთან, მას არასწორად აღიქვამენ, რამდენიმე განქორწინება, შეთანხმებების დარღვევა, სხვებისგან არაპროგნოზირებადი თავდასხმები, მეგობრები გადადიან მტრის როლში.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია