ეს ადამიანი სამსახურში გამოირჩევა მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, არ მოსწონს რუტინა და დისციპლინა, გაცილებით ეფექტურად შრომობს, როდესაც საჭირო თავისუფლება აქვს მინიჭებული. შესაძლოა გარკვეული პერიოდი უმოქმედოც იყოს, მაგრამ საბოლოოდ მთელი ენერგიით დაიწყებს შრომას და დაუჯერებლად მოკლე დროში მორჩება დიდი რაოდენობის სამუშაოს. სამსახურის თავისუფალი რეჟიმი მისთვის ზედგამოჭრია, ასე იგი ძალიან ნაყოფიერად და ეფექტურად მოქმედებს. მართალია მისი მუშაობის მანერა ერთგვარად უსისტემო და პარადოქსულია, მაგრამ ურანი ამ სახლში აძლევს საშუალებას გააკეთოს რევოლუციური მიგნებები. შესაძლოა გამოიგონოს, გააკეთოს აღმოჩენები, იპოვოს საქმის შესრულების ინოვაციური, პროგრესული მეთოდები, შექმნას ორიგინალური პროდუქტი. საკუთარ პროფესიაში იდეების გენერატორია. არცთუ იშვიათად არასტანდარტული სამსახური აქვს. მისი იდეალი მრავალფეროვანი სამუშაოა, ასეთის არარსებობის შემთხვევაში ან ხშირად იცვლის სამუშაო ადგილს, ან შეთავსებით შრომობს.
ხელსაყრელი პოზიციაა პროგრამისტობისათვის, ელექტროობასთან დაკავშირებული პროფესიებისათვის, მეცნიერებისათვის, თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროში მუშაობისათვის.
თანამშრომლებთან და უფროსებთან, როგორც წესი, მეგობრობს.
არის შანსი მოულოდნელად შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა, ნევროზული ბუნების გამო რთულად გადააქვს სტრესი და სწორედ ეს ხდება დაავადების მიზეზი. ამასთან არეული ცხოვრების რიტმი სერიოზულ ზიანს აყენებს მის ჯამრთელობას. მისი დაავადებები საკმაოდ უცნაურია. თვითონ ინტერესდება მედიცინის არატრადიციული მეთოდებით.
უარყოფით გამოვლინებაში – კონფლიქტები თანამშრომლებთან, მოულოდნელი ჯანმრთელობის პრობლემები, განუხორციელებელი მიზნების დასახვა სამსახურში, არასტაბილური, არასაიმედო მუშაკი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია