ამ ადამიანს ბევრი უნიკალური მონაცემი და ნიჭი აქვს. თვითგამოხატვისათვის კი მაქსიმალურად ორიგინალურ ფორმებსა და საშუალებებს მიმართავს. მისი შთამბეჭდავი კრეატივი სპონტანური და სტიქიურია. შემოქმედებითი ექსპრესია გამოირჩევა ნოვაციებითა და არასტანდარტული მანერით. თვითრეალიზაცია მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. კარგად ავლენს თავს ხელოვნებასა და სპორტში. ბევრი უცნაური ჰობი და ინტერესი აქვს. სიამოვნებას იღებს თავგადასავლების, მრავალფეროვნების, თავისუფლების და თვითგამოვლენის საშუალებით. ჰყავს ორიგინალური, გონიერი და იმპულსური შვილები, რომლებსაც განსხვავებული მეთოდებით ზრდის, არასოდეს ზღუდავს და აძლევს მათ დამოუკიდებლობას. არის დაუგეგმავი ორსულობის შანსი.
სასიყვარულო ცხოვრება არასტაბილურია. იზიდავს უცნაური, არაორდინალური ადამიანები და ელტვის არასტანდარტულ ურთიერთობებს. ხშირია ერთი ნახვით შეყვარება და მოულოდნელი დაშორება. სიყვარულში სჭირდება მრავალფეროვნება და თავისუფლება.
აზარტულია.
უარყოფითი გამოვლინება – ილუზიური იდეალები, პარტნიორთა ხშირი ცვლა, თავისუფლების იდეის დამახინჯებულად აღქმა, აგრესიულობა თვითგამოხატვისას, უცნაური სასიყვარულო კავშირები, უინიციატივობა, პრობლემები შვილებთან მათი მეამბოხე ბუნების გამო.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია