იგი ცხოვრებაში მრავალჯერ იცვლის საცხოვრებელ ადგილს, მშობლების სახლიდან ადრევე მიდის.
ეს ადამიანი ქვეცნობიერად თავისუფლებას, საკუთარი ინდივიდუალიზმის რეალიზებას და დამოუკიდებლობას ელტვის. ეჯავრება ოჯახური ტრადიციები და დადგენილი ნორმები. არ მოსწონს, როდესაც ახლობლები ვალდებულებებს აკისრებენ. რეალიზების მეტი შანსი საზღვარგარეთ აქვს. ეს პოზიცია აჩვენებს, რომ ადამიანი უცნაურ გარემოში გაიზარდა, მისი რომელიმე მშობელი (განსაკუთრებით დედა) იმპულსური და არასტანდარტული ადამიანია, ზოგადად ოჯახური ცხოვრება სიურპრიზებით არის გაჯერებული.
მისი სახლის დიზაინი თანამედროვე, პროგრესული და ორიგინალურია და მუდმივად შეაქვს მასში ახალი გარდაქმნები. ზოგადად სახლი მეგობრების თავშეყრის ადგილია.
უარყოფითი გამოვლინება – გაუცხოება ოჯახის წევრებთან, მათთან ყოველგვარი კავშირის გაწყვეტა, საცხოვრებლის მუდმივი ცვლილება, მოულოდნელი პრობლემები ოჯახში, ელექტროობის პრობლემები სახლში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია