ეს ადამიანი, როგორ წესი, ძლიერი ინტელექტით და განსაკუთრებული გონებრივი მონაცემებით გამოირჩევა. აქვს კომუნიკაციის საოცრად ორიგინალური მანერა. გადმოცემს სრულიად განსხვავებული ხერხებითა და მეთოდებით. მისი აზროვნების პროცესი აბსოლუტურად თავისუფალია სტერეოტიპებისა და დოგმებისაგან, შეუძლებელია ვინმემ აზრი შეაცვლევინოს. აინტერესებს ყველაფერი უცნაური. მოსწონს კვლევა, დაკვირვება და ექსპერიმენტი, ამიტომ ხშირად მეცნიერებაში პოულობს თავის ადგილს. ეს პოზიცია კარგი ასპექტია გამომგონებლისათვის, მწერლისთვის, ორატორისთვის.
შემეცნების პროცესი უსისტემოა, თუ მისი ინტერესის სფეროს განეკუთვნება უმოკლეს დროში ითვისებს დაუჯერებელი რაოდენობის ინფორმაციას.
მისი იდეები ჰუმანური, პროგრესული და რევოლუციურია. ზოგადად მოსწონს სიახლეები. აზროვნებს სტიქიურად და აქვს მოულოდნელი მიგნებები. მისთვის არ არსებობს მიღებული ლოგიკა, მისი ლოგიკა თავისუფალია ყოველგვარი დასაზღვრულობებისაგან, ამდენად მიგნებებამდე შესაძლოა პარადოქსული გზებით მივიდეს. მარტივად და მოქნილად უწყობს პროგრესს ფეხს, მეტიც, ეს მისი შთაგონების წყაროა. უსაზღვროდ ცნობისმოყვარეა. თუ ამ ადამიანს ინტელექტუალური რეალიზაციისათვის საჭირო განათლება არ აქვს, ეს ცნობისმოყვარე ხასიათი გადამეტებულ ნევროზულობაში გადაუვა.
ახლობლებთან და მეგობრებთან ურთიერთობისას ბევრი უცნაურობა იჩენს თავს. იზიდავს უჩვეულო ადამიანები და თვითონაც უცნაურად იქცევა მათთან. შესაძლოა ჰყავდეს არაორდინალური და, ძმა, ნათესავები.
უარყოფით გამოვლინებაში – დეფექტი მეტყველებაში, კონფლიქტები ნათესავებთან, ნევროზულობა, საფრთხე მგზავრობისას.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია