ურანი მეორე სახლში

0
8575

ამ ადამიანს შემოსავლის არასტანდარტული წყაროები აქვს და ასევე ფულსაც თავისებური მეთოდით გამოიმუშავებს, მოსწონს არაორდინალური საქმიანობიდან მიღებული სარგებელი. მისი ფინანსური ცხოვრება არასტაბილურია – დღეს შეიძლება მიიღოს სრულიად მოულოდნელი შემოსავალი, ხვალ უკაპიკოდ დარჩეს. ეს სულაც არაა შემთხვევითი, ფულს დაუდევრად, იმპულსურად და დაუფიქრებლად ხარჯავს, ხშირად ყიდულობს უცნაურ ან სრულიად ახლად გამოსულ პროდუქტს სჭირდება თუ არა ეს, ამიტომ ვერასოდეს აკეთებს დანაზოგს. შეიძლება მიაგნოს ფინანსური შემოსავლის მიღების გენიალურ და მარტივ მეთოდებს. უარს არ ამბობს ფინანსურ სპეკულაციებზე.

უარყოფით გამოვლინებაში – მოულოდნელი გაკოტრება, სარისკო ფინანსური სპეკულაციები, იმპულსების გამო ბევრი ფულის გადინება, ინფანტილურობა ფულთან.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია