ურანი მეთორმეტე სახლში

    0
    936

    ეს ადამიანი გამოირჩევა მძაფრი ინტუიციით, შთამბეჭდავი წარმოსახვითა და საოცარი ფანტაზიით. არასტანდარტული ოცნებები და უნიკალური იდეები აქვს. ბევრი ნათელმხილველის რუკაში ფიგურირებს ურანის ეს მდებარეობა. ყოველთვის ცდილობს განავითაროს და დახვეწოს შინაგანი თავისუფლების ხარისხი. ახდენს თვითანალიზს, ისწრაფვის სულიერი გარდაქმნებისაკენ და ამ პროცესშიც მიზნის მისაღწევად პარადოქსულ მეთოდებს იყენებს. მისი მთავარი საექსპერიმენტო ობიექტი სწორედ საკუთარი თავია. ზედმიწევნით გრძნობს თუ რამდენად ილუზიური და ფარული სახით წარსდგება სამყარო ჩვენს წინაშე, აღიქვამს მის მთლიან უნიკალურობას და მასში არსებული ყველა დეტალის ორიგინალურობას, ამიტომ ცდილობს ახადოს ფარდა, შეაღწიოს ქვეცნობიერის სიღრმეებში და სწორედ იქ იპოვნოს საჭირო პასუხები. მისთვის საკვანძო საკითხია შინაგანი ინდივიდუალიზმის განვითარებაც. უჩვეულო ინტერესის სფეროები აქვს. იზიდავს ფსიქოანალიზი, მისტიკა და მეცნიერება.

    თანაუგრძნობს გარშემომყოფებს და არასტანდარტული გზებით ეხმარება მათ. მოსწონს კულისებიდან მოქმედება. გონიერი ფარული მტრები ჰყავს.

    უარყოფით გამოვლინებაში – ნევროზულობა, უცნაური შიშები, შინაგანი იმპულსურობა, თვითკონტროლის არარსებობა, ფსიქოლოგიური პრობლემები, თვითგანადგურების მცდელობა, გულგრილობა საკუთარი შინაგანი სამყაროს მიმართ, რეალობისაგან აცდენა, მოულოდნელად თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია