ურანი მეთერთმეტე სახლში

0
5854

ეს ადამიანი აბსოლუტური ღიაობითა და მზაობით გამოირჩევა სიახლეებისა და პროგრესისადმი. ეჯავრება დადგენილი წესებით თამაში, ამიტომ ურჩევნია თავად უკარნახოს წესები. მისი იდეალები, როგორც წესი, ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანური და პროგრესულია. მთავარი ღირებულებები კი პიროვნული თავისუფლება, პროგრესი, ინდივიდუალიზმი და ორიგინალურობაა. არ ეგუება სტაგნაციას, რუტინას და დრომოჭმულ შეხედულებებს.

რასაც არ უნდა საქმიანობდეს, მის სფეროში პარადოქსული მეთოდებით და არასტანდარტული გზებით ხელმძღვანელობს.

სამეგობროდ მოსწონს უცნაური, გონიერი, შემოქმედებითი და საინტერესო ინდივიდები, რომლებიც მის ემოციურ და ინტელექტუალურ სტიმულირებას ახდენენ. ეს არაა ტრადიციული ურთიერთობა, უფრო მეტად ურთიერთშთაგონების პროცესია. შესაძლოა ადამიანებს სწრაფად დაუმეგობრდეს, მაგრამ ასევე მოულოდნელად გაუცხოვდეს. მიუხედავად იმისა, რომ მეგობრობას უდიდეს ფასს ადებს, მეგობრულ კავშირებსაც აკლია სტაბილურობა.

იგი თავისი იდეის გარშემო ცდილობს თანამოაზრეების შემოკრებას და რაიმე ტიპის გაერთიანების შექმნას, ხშირად ასეთი კოლექტივი გენიალური იდეების გენერატორია.

ინტუიციური და ზემგრძნობიარეა მომავლის ტენდენციებისადმი და შეუძლია გარკვევით დაინახოს რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მოსალოდნელი საერთო სურათი.

უარყოფით გამოვლინებაში – უტოპიური იდეები, არარეალისტური დამოკიდებულებები, კონფლიქტები ჯგუფში, მოულოდნელი ღალატი მეგობრების მხრიდან, იმპუსური მეგობრები და არასტაბილური მეგობრული კავშირები.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია