ურანი მეათე სახლში

0
6121

გარჩეულად უნიკალური ხელმძღვანელია, მისი მართვისა და მოქმედების სტილი იმდენად არასტანდარტულია, რომ ხშირად ხელქვეითებს მისი არც ესმით. თუმცა არც ეს უკანასკნელი იწუხებს თავს ახსნა-განმარტებებით. მას პარადოქსული გზებით შეუძლია გაიკეთოს კარიერა, არასოდეს დადის გათელილი ბილიკებით, მაგრამ საქმე ისაა, რომ მისი თანამდებობრივი თუ პოზიციური წინსვლა ვერ დაიკვეხნის სტაბილურობით.

ხშირად საქმეში გამომგონებელი და პირველაღმომჩენია. ცდილობს სამსახურში ჰუმანური იდეები გაატაროს და მაქსიმალურად შეძლოს ინდივიდუალიზმის გამოვლენა. ნოვაცია, ახალი მეთოდები, წესები და ნორმები შეაქვს შრომის პროცესში. არ აღიარებს არანაირ ავტორიტეტს, ხშირად თავის პროფესიულ საქმიანობაში რევოლუციური და ორიგინალური იდეების გენერატორია. სწორედ ამ უცნაურ იდეებს მოაქვს მისთვის წარმატება, შეიძლება ითქვა, რომ ისინი დროს უსწრებენ, ამიტომ გარშემომყოფები მაშინვე ვერ იღებენ მათ. გაცნობიერებული აქვს სურვილი გამოირჩეოდეს მასისგან, იყოს თავისუფალი, მიიღოს გადაწყვეტილებები სტერეოტიპებისა და ავტორიტეტებისაგან დამოუკიდებლად.

მისი მამა ,როგორც წესი, არასტანდარტული ადამიანია.

იგი შეიძლება მოულოდნელად დააწინაურონ, მისცენ დიდი ძალაუფლება.

უარყოფით გამოვლინებაში – მასისგან იზოლირებული ადამიანი, საქმეში არაკონცენტრირებული და უსისტემო,

იმპულსური, შესაძლოა უცბად დაკარგოს თავისი პოზიცია.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია