ამ ადამიანებს აქვთ უზარმაზარი მოთხოვნილება შეიცნონ სამყარო მათ გარშემო. ხასიათდებიან მაღალი იდეალებით და მუდამ უჭირავთ თვალი ჰორიზონტზე. ხშირად სტანჯავთ მოუსვენრობა, ამაყობენ საკუთარი ცოდნითა და მორალით. როგორც წესი, აქვთ თვითკმაყოფილების ცდუნება, რომელიც განსაკუთრებით ნათლად ვლინდება ცოდნის გაზიარების დაუოკებელ წყურვილში. თავგადასავლები მათი მძაფრი ვნებაა, იჩენენ საოცარ ცნობისმოყვარეობას, ბუნებით არიან უკიდურესად შემწყნარებელნი, მუდამ ცდილობენ დაინახონ საუკეთესო ცხოვრებასა და ადამიანებში.
ცოდნის მიღების წყურვილი ცდება დაწყებით განათლებას, აინტერესებთ უცხო მიწები, განსხვავებული კულტურები. მარტივად ითვისებენ უცხო ენებს. ხშირად რამდენიმე სამეცნიერო ხარისხი აქვთ. მათი აზრით ყველა ადამიანი ერთმანეთის ძმაა და ერთადერთი რაც ამ ერთობას უშლის ხელს, მათ მიერვე დადგენილი შეზღუდვებია. სწორედ ამიტომ ისინი გულუხვად და დაუღალავად აზიარებენ სიბრძნეს, რათა დაეხმარონ სხვებს სტერეოტიპებისა და ფანატიზმისაგან თავის დაღწევაში.
აკლიათ პრაქტიკულობა. მათი ბუნებრივი ინტერესი რელიგია და ფილოსოფიაა. მაღალგანვითარებული ინტელექტით გამოირჩევიან, თუმცა აქაც იჩენს თავს ფანატიზმის საფრთხე, ამიტომ ამ ადამიანებმა მუდამ უნდა დაიცვან ზომიერება და აკონტროლონ თავიანთი იდეალები. შესაძლოა ჩათვალონ, რომ იმ ყველა კითხვაზე, რომელიც გარშემომყოფებს აინტერესებთ, აქვთ უტყუარი პასუხი და მოსთხოვონ სხვებს ამის უპირობოდ მიღება.
მოგზაურობისა და კვლევის სურვილი მათი მთავარი ცხოვრებისეული აზარტია. თუ სხვა ასპექტებიც ხელს უწყობს ამ ადამიანებს ძლიერი წინათგრძნობა და წინასწარმეტყველური სიზმრები აქვთ. არ განიცდიან პატივმოყვარეობის ნაკლებობას, არის შანსი დაქორწინდნენ უცხოელზე.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია