მზე მერვე სახლში

    0
    12838

    ეს ის ხალხია, რომლებიც მუდამ მოვლენების სიღრმეში შეჭრას ცდილობენ, სურთ განიცადონ რაც შეიძლება მეტი და ეს სურვილი არის მძაფრი და ყოვლისმომცველი. არ შეუძლიათ ჩვეულებრივი ცხოვრებისეული გამოცდილებით დაკმაყოფილება, გააჩნიათ მაგნიტური ძალა, მთავარია გონივრულად გამოიყენონ იგი. იხიბლებიან ყველაფრით, რაც ზედაპირს ქვემოთ, სიღრმეშია — გამოუკვლეველი, ტაბუდადებული და საიდუმლო სფეროებით. ცხოვრების მთავარი აზრი თვითსრულყოფაა.

    აქვთ ღრმა და საოცრად მძაფრი გრძნობები, რომლების შიგნიდან იბადებიან. დროდადრო მათ სტანჯავთ განცდა, რომ ბედისწერის სათამაშოები არიან, სწორედ ამიტომ მთელი ვნებით ელტვიან საკუთარი თავის დაფარული ნაწილის გამომჟღავნებას. უჩნდებათ ინტერესი ოკულტიზმის, მეტაფიზიკის და მისტიკისადმი. ეს ცოდნა საბოლოოდ მათ სულიერ ზრდას უწყობს ხელს. ცხოვრებაში, ასევე, არაერთი რთული გამოცდილების გავლა მოუწევთ, ამის დარეგულირებაც თავზე უნდა აიღონ. მიზანი – უარვყო ჩემი თავის გარკვეული ნაწილები, რათა ხელახლა დავიბადო და ავიდე განვითარების ახალ საფეხურზე, მოვახდინო შინაგანი ტრანსფორმაცია. ესაა მკვლევარის, გამომძიებელის ნატურა. სექსი მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

    შესაძლოა დარჩეთ მემკვიდრეობა, ან სხვისი ქონების განკარგვის უფლება მოიპოვონ. გააჩნიათ სასიცოცხლო ენერგიის უზარმაზარი მარაგი, თუმცა ხშირად მას ფლანგავენ, სხვადასხვა სახიფათო სიტუაციებში. ექსტრიმი მათი ვნებაა.

    უარყოფით გამოვლინებაში ისინი შეუბრალებელნი არიან, რისკი წაგებით სრულდება. ექსტრიმს კი საბედისწერო შედეგები მოაქვს.

    აუცილებლად უნდა განდევნონ თავიდან აზრები თვითმკვლელობაზე. დაზიანებული სახლის, ან მზის შემთხვევაში არ ღირს ბედისწერის გამოწვევა. ცხოვრება ამ ადამიანებისათვის ჩვეულებრივი ბრძოლაა.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია