ეს ადამიანები ბუნებით დიპლომატები არიან, აქვთ უნარი კონფლიქტებში ჰარმონიისა და სიმშვიდის შეტანის. მათთვის გადამწყვეტია პარტნიორის ყოლა, რადგან ამის გარეშე კარგავენ მთლიანობის შეგრძნებას. განიცდიან შინაგან დრაივს, რომ მოაწონონ თავი სხვებს და საოცრად მტკივნეულად იღებენ ნებისმიერი ფორმის უარყოფას. იკვეთება ტენდენცია სხვების ინტერესების და საჭიროებების საკუთარზე მაღლა დაყენების. ამ ხალხმა უნდა ისწავლოს სოციალური უნარების გამოყენება მხოლოდ ჯანსაღი კავშირების ჩამოსაყალიბებლად და ეს არ უნდა მოხდეს მუდამ საკუთარი ინტერესის გაწირვის ხარჯზე.
მათ შეუძლიათ წარმატებით აწარმოონ მოლაპარაკებები, შეიტანონ სინათლე გაუგებრობებში. ზოგადად ურთიერთობები მათ ცხოვრებაში საკვანძო ადგილს იკავებს. ნებისმიერ საქმეს სხვებთან ერთად გაცილებით დიდი სიამოვნებით წამოიწყებენ, ვიდრე დამოუკიდებლად.
ხშირად იპყრობთ გაზიარების მოთხოვნილება.
აქვთ დახვეწილი მანერები და განსაკუთრებული შარმი, რითიც გარშემომყოფები მოხიბლულნი რჩებიან. ქორწინება სულიერებას ეფუძვნება, რადგან პარტნიორები ფსიქოლოგიურად მოწიფულნი არიან ამ კავშირისათვის.
ეს ადამიანები ექცევიან სხვისი აზრის გავლენის ქვეშ, უჭირთ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და დიდხანს ყოყმანობენ.
მათი უმთავრესი ამოცანაა ურთიერთობების პროცესით შეიცნოთ საკუთარი თავი და საჭიროებები, მაგრამ ამ პროცესში არ უნდა მოახდინონ პარტნიორთან სრული ინტეგრაცია, მნიშვნელოვანია დაიტოვონ პირადი, ხელშეუხებელი სივრცე — მთავარია დაინახო სხვების გადმოსახედიდან ისე, რომ არ დაკარგო საკუთარი რაკურსი.
ეს ასტროლოგიური პოზიცია მიუთითებს წარმატებულ ქორწინებაზე. სასურველი პარტნიორი საამაყო პერსონაა.
უარყოფით განოვლინებაში შესაძლოა მოიზიდოს ძლიერი მტრები, დაზიანებულმა სახლმა ასევე შესაძლოა გამოიწვიოს პრობლემები ქორწინებაში.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია