გამოირჩევიან მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით და შრომისმოყვარეობით. აქვთ კარგი ანალიზის უნარი, აღიქვამენ დეტალებამდე.
ამ ადამიანებს საკუთარი იდენტობის სრულფასოვნად აღქმისათვის აუცილებლად სჭირდებათ რეალიზება საქმეში. იმ სამუშაოს რომელსაც ასრულებენ თავი მაქსიმალურად ეფექტურად უნდა გაართვან — ესაა მათი მთავარი ამოცანა. თავი კარგად, რომ იგრძნონ სჭირდებათ იყვნენ მოუცლელნი და სასარგებლო საქმით დატვირთულნი, მიღებული შედეგები პირდაპირ აისახება კმაყოფილების განცდაზე. ამიტომ, როგორც ვხედავთ, გადამწყვეტ მნიშვნელობა იძენს საქმიანობის სფეროს არჩევა, სათანადო ყურადღებით უნდა შერჩიონ იგი თავიდანვე, რადგან სასურველი ასპარეზი ჰქონდეთ საკუთარი შინაგანი მოთხოვნების რეალიზებისათვის.
სამუშაო პროცესში ხშირად მოისმენთ მათგან კრიტიკას, თუმცა არც თვითკრიტიკის ნაკლებობას განიცდიან. თავად ადგენენ განრიგს, გეგმებს, სტრუქრუტას და ასე გაცილებით ეფექტურად აღწევენ დასახულ მიზნებს. ძალიან მოქმედებს მათ თვითშეფასებაზე, როცა დადებულ შედეგებს სხვები ხედავენ და აღიარებენ.
სხვებისაგან კრიტიკის მოსმენა კი პირდაპირ აისახება მათ ჯანმრთელობაზე. უნდა ახსოვდეთ, რომ მთავარია მოტივაცია შიგნიდან მოდიოდეს და არ იყოს განპირობებული სხვების შეფასებებით.
არ ურთულდებათ კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავება.
ერთი სიტყვით ზედმიწევნით კარგი მუშაკები არიან
როდესაც მზე მეექვსე სახლშია, ადამიანი ცდილობს საჭირო ყურადღება დაუთმოს საკუთარი სხეულის მდგომარეობას. აფასებს ცხოვრების ჯანსაღ წესს. მისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენა, ვარჯიში, სწორი კვება. ახასიათებს ყველა დეტალისა და წვრილმანის კრიტიკული შეფასება.
უარყოფით გამოვლინებაში არის საფრთხე, რომ ბალანსის დაცვა ვერ შეძლონ და საქმეს საკუთარი ჯანმრთელობა შესწირონ.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია