ეს ადამიანი მგზნებარე, შემოქმედებითი ნატურაა, რომელიც ილტვის კრეატიული თვითგამოხატვისაკენ. არის ოპტიმისტი, პატივმოყვარე, ამბიციური, გამოირჩევა ძლიერი არსტისტიზმით, ხშირად რისკავს.
სურს შეამჩნიონ და აღიარონ მისი უნიკალურობა და კრეატიულობა. მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ხშირად აღწევს წარმატებას სპორტში, ხელოვნებასა და შოუბიზნესში.
ცხოვრებასთან მუდამ ინარჩუნებს ბედნიერ და მხიარულ დამოკიდებულებას, არ ღალატობს ხალისიან და მზიან განწყობას, ამიტომ პოპულარობის მოპოვება არ უჭირს. ბედნიერების შეგრძნება კი პირდაპირ უკავშირდება ეფექტურ შემოქმედებით თვითგამოვლენასა და რეალიზაციას.
ამ სახლში მზის ენერგია იძლევა თავგადასავლებისა და სარისკო წამოწყებების დრაივს. მას სჭირდება რომანტიკა, გამბედაობა და რისკი.
ვერასოდეს ამბობს უარს სიამოვნების მიღებასა და გართობაზე. სიყვარულის მოთხოვნილება და სასიყვარულო თავგადასავლები, ასევე, მთავარი იმპულსია მის ცხოვრებაში. უმართლებს კიდეც სიყვარულში.
სიგიჟემდე უყვარს შვილები, ხშირია შემთხვევა, როდესაც სწორედ მათ თხოვს საკუთარი ოცნებების განხორციელებას. არაა გამორიცხული გაუჩნდეს ბავშვებთან ურთიერთობის მოთხოვნილება. აზარტულია და მოსწონს რისკის გაწევა.
უარყოფით გამოვლინებაში შესაძლოა იყოს საშინლად ეგოისტი და პატივმოყვარე, ზრუნავდეს მხოლოდ სიამოვნების მიღებაზე, დაძლიოს სიხარბემ. სურდეს ყველაფრის ერთბაშად მიღება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია