მზე მეოთხე სახლში

    0
    6676

    ეს ინდივიდი ენერგიის უზარმაზარი წილის ინვესტირებას ახდენს საკუთარი სახლისა და ოჯახური კერის მოწყობაში. განსაკუთრებით სენსიტიური თემაა მისთვის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა. იცავს ოჯახსა და მემკვიდრეობას. სურს საიმედო და უსაფრთხო გარემო შეუქმნას საყვარელი ადამიანებს. გრძელვადიანი გეგმები აქვს.

    საინტერესოა, რომ მისი ცხოვრება უმჯობესდება ასაკის მატებასთან ერთად, იზრდება როგორც სიცოცხლისუნარიანობა, ისე კეთილდღეობა, რადგან საკუთარი პიროვნების ნათლად იდენტიფიცირებისათვის გარკვეული დრო სჭირდება.

    მას მოსწონს, როდესაც ზრუნვის საგანი აქვს, რომელშიც ენერგიის დიდ წილს აბანდებს.

    ხშირად თავგამოდებით იცავს ტრადიციებს და ამაყობს თავისი წარმოშობით. პატრიოტია.

    მზე ამ სახლში ზრდის ინტერესს მიწის, სახლის, ეკოლოგიის და ბუნებრივი რესურსებისადმი. ქონება და საკუთრება მისთვის უსაფრთხოების გარანტია.

    უარყოფით გამოვლინებაში გვხვდება უსარგებლო შეზღუდვები, რთული ოჯახური ურთიერთობები. ხშირია წინაპრებისა და მშობლებისაგან მემკვიდრეობით მიღებული კომპლექსები.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია