ამ ადამიანს სჭირდება ხშირი ცვლილებები ცხოვრებაში, უნდა იყოს გარემოსა და ცხოვრებისეული სცენარების მრავალფეროვნება. შეუძლია ფსიქოლოგიური მანევრირება და წარმატებული კონტაქტების დამყარება, მარტივად ადაპტირდება სიახლეებთან. აქვს მძაფრი მოთხოვნილება გასცეს და მიიღოს ინფორმაცია. მისი ცნობისმოყვარეობა უკიდეგანოა. გამოირჩევა ბრწყინვალე კომუნიკაციის უნარითა და ინტელექტუალური შესაძლებლობებით. იგი ყოველთვის რჩება ახალი ნაცნობობისა და ინფორმაციული დინებების ცენტრში.
სურს იყოს საუკეთესო იმაში, რასაც აკეთებს. ფიქრობს, რომ კომპეტენტურობა პრაქტიკის თემაა. ცხოვრების პირველ ნახევარშივე პოულობს თანამოაზრეთა მთელ ჯგუფს.
შემეცნების პროცესს ცენტრალური ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში. კარგი პოზიციაა მასწავლებლის, ჟურნალისტისა და მწერლისათვის. სწორედ ის ადამიანია საჭირო დროს, საჭირო აზრს რომ გამოთქვამს. იდეებს ძალიან ეფექტურად და შთამბეჭდავად გადმოსცემს. ძლიერი ორატორია
უარყოფით გამოვლინებაში არის საფრთხე ინტელექტუალური ქედმაღლობის და გადაჭარბებული თვითშეფასების. გაუნათლებლობელი ინდივიდი კი ჭორების გენერატორი ხდება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია