მზე მეორე სახლში

0
16114

იგი საკუთარი ქონებითა და ფინანსური რესურსებით ხშირად ამაყობს, აქვს უსაფრთხოების ძლიერი მოთხოვნილება. როცა დაპირებას გასცემს აუცილებლად ასრულებს მას, რადგან ეჯავრება, როდესაც სხვებს მისი მიზეზით იმედები უცრუვდებათ.

მისი ყველაზე დიდი შეცდომაა თავის გაიგივება იმასთან, რაც გააჩნია. უმჯობესია თუ თვითშეფასებას გაცილებით ჯანსაღი ღირებულებათა სისტემის საფუძველზე მოახდენს.

მას თამამად შეუძლია იამაყოს მისივე ხელებით შექმნილი მყარი და საიმედო საფუძვლით.

ამ ადამინისათვის უცხო არაა მესაკუთრეობის გრძნობა, ძალიან მიჯაჭვული ხდება ურთიერთობებზე და ცდილობს მათ შენარჩუნებას.

აქვს ძლიერი მოთხოვნილება სიმდიდრისა და ქონების დაგროვების, რაც უსაფრთხოების შეგრძნებას ანიჭებს. მატერიალური მიზნები მის ცხოვრებაში განმსაზღვრელ ადგილს იკავებს. თუმცა ეს პოზიცია მოთხოვნილების გარდა ფინანსური წარმატების შანსებს ზრდის.

საკუთარ თავს უარს ვერ ეუბნება და ხშირად ვერ უმკლავდებიან ლამაზი და ეფექტური ნივთების შეძენის ცდუნებას.

როგორც კი ფინანსურ სიმყარეს იგრძნობს, საკმაოდ ხელგაშლილი ხდება, თითქოს ამგვარად ფულის ხარჯვა მას ავტორიტეტის მოპოვებაში ეხმარება.

უარყოფით გამოვლინებაში ბევრს ხარჯავს იმისათვის, რომ საკუთარ თავს აისამოვნოს, იყენებს ფულს სხვებზე გავლენის მოსაპოვებლად, აფასებს ადამიანებს მხოლოდ იმ კრიტერიუმით, თუ რამდენად მეტი ქონების მოპოვება შეძლეს. თუ ფასეულობათა სისტემას სწორად არ დაალაგებს მხოლოდ მატერიალურზე კონცენტრირების შედეგად შესაძლოა სულიერი დეგრადაცია მოხდეს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია