მზე მეთორმეტე სახლში

    0
    16988

    გამოირჩევიან ძლიერი წარმოსახვით. ამ ადამიანებს ძალების აღსადგენად სჭირდებათ განმარტოება და პირადი სივრცე. არ მოსწონთ ყურადღების ცენტრში ყოფნა, მაგრამ თუ ამ როლის შეთვისება მოუწევთ, ეცდებიან ნამდვილი სახე გარკვეული ნიღბის უკან დაფარონ. მთელი ენერგია მიმართულია შინაგანი სამყაროსაკენ. შინაგანი პროცესები, თვითჩაღრმავება და თვითგამორკვევა უდიდეს მნიშვნელობას იძენს მათ ცხოვრებაში. დიდ ჯგუფებშიც კი მარტო გრძნობენ თავს. ისინი ბრწყინავენ, როცა სხვებისათვის დახმარების გაწევის საშუალება ეძლევათ. საოცარი თანაგრძნობის უნარი აქვთ, მაგრამ გადაჭარბებულმა მგრძნობელობამ შესაძლოა კიდევ მეტად გაამძაფროს მათი  მარტოობის შეგრძნება. მუდმივად აწუხებთ კითხვა — რატომ არავის ესმის ჩემი? აქვთ უნარი დაარიგონ სხვები თუ როგორ შეძლონ ტკივილის თავიდან არიდება. ამ ადამიანებს მოუწევთ გააცნობიერონ, რომ საკუთარი თავის უსასტიკესი მტრებიც და საუკეთესო მეგობრებიც თავად არიან.

    ახასიათებთ შინაგანი ლტოლვა თვითსრულყოფისაკენ. შესაძლოა გამოავლინონ დიდი ინტერესი ფსიქოლოგიის, ოკულტიზმისა და ეზოთერიკისადმი. განიცდიან თავდაჯერებულობის ნაკლებობას. ჩადიან ქვეცნობიერში ღრმად, აქვთ უნიკალური ინტუიცია. უმჯობესია თუ გაექცევიან საკუთარი თავის სიბრალულს. მრავალფეროვანი სოციალური კავშირები შორსაა მათი ბუნებიდან. თუ მაინცდამაინც ლიდერის როლის მორგება მოუწიათ, ისინი ამას კულისებიდან აკეთებენ.

    მაგნიტივით იზიდავენ ძლევამოსილ ფარულ მტრებს. მისტიკა მათთვის უცხო თემა არ არის. სხვებისათვის თავგანწირვის სურვილმა შესაძლოა უკიდურესი ფორმებიც მიიღოს. აქვთ თავის მოტყუების ტენდენცია. ხშირად არიან დაკავებული ქველმოქმედებით, ან მუშაობენ შესაბამის ორგანიზაციებში.

    მედიცინა, ფსიქოლოგია, ოკულტიზმი, ეზოთერიკა, მუსიკა, ხელოვნება, კინო, სამსახიობა ოსტატობა მათი თემებია. უყვართ ბუნება.

    მზის დაზიანებისას ეს შეიძლება იყოს სრული იზოლაციისა და მარტოობის ნიშანი. დათრგუნული ნატურა, რომელიც საკუთარი თავის სიბრალულით არის დაკავებული და აქვს ბევრი ილუზია.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია