ძალიან ჰუმანური ნატურა და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალისტი, რომელიც ყველას თანაბარი სიმპათიით ეპყრობა. არის უნიკალური და ორიგინალური. ყოველთვის ცდილობს თავიდან აირიდოს მიკერძოებულობა და ცრურწმენები. სოციალური სტატუსი მისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანია, გაცილებით მოსწონს პიროვნულად ერთმანეთისაგან განსხვავებული ადამიანებისაგან შემდგარი ჯფუფის წევრი იყოს. აქვს დიდი იმედები და მიზნები, იგი აფასებს ცხოვრებას შესაძლებლობების გადმოსახედიდან.
გამოირჩევა მაგნიტური მიმზიდველობით, რადგან ხალხი გრძნობს მის ღიაობასა და შემწყნარებლობას.
მეგობრობა მის ცხოვრებაში საკვანძო საკითხია, რადგან სწორედ ამგვარი ურთიერთობების მეშვეობით ვითარდება.
ასეთი ნატურა ყველას მეგობარია და იგი მეგობრობას სიყვარულზე მეტად აფასებს, იმდენად, რომ არის შანსი მთელი ცხოვრება მათ გარემოცვაში გაატაროს. სწრაფად ამყარებს კავშირებს, მაგრამ ისინი ასევე სწრაფად შეიძლება დასრულდეს, როგორც კი აღმოაჩენს, რომ ბევრი არაფერი აქვს საერთო პარტნიორთან.
ყოველთვის პოულობს საკუთარ ადგილს მრავალფეროვან ჯგუფებსა და კლუბებში, ხშირად არის ერთდროულად რამდენიმე ოფისში. სიტუაციასთან მარტივად ადაპტირდება. ზედმიწევნით იცი როგორ მიიღოს ნებისმიერი ჯგუფიდან სასურველი, თან ისე, რომ არანაირ კომპრომისზე არ წავიდეს, განსაკუთრებით თუ ეს მის იდეალებს ეხება. ის ოსტატია — იცის როგორ მიაგნოს ყველასთვის მუშა ღირებულებას, რის გარშემოც ადამიანები თავისი ნებით გაერთიანდებიან.
ეს ინდივიდი დაუღალავად ისწრაფვის საკუთარი იდეალებისაკენ, არ არის გამორიცხული მთელი ცხოვრება მიუძღვნას მას. წარმატების მიღწევა ჯგუფთან ერთად სურს და რეალიზებას სწორედ ასეთი გაერთიანებების წყალობით ახერხებს.
აქვს ჯგუფში ლიდერობის მოთხოვნილება. მისი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი არის ძალიან ლიბერალური. პოპულარობა ურჩევნია ძალაუფლებას. შეუძლია შთააგონოს და დააინტერესოს საკუთარი იდეებით მასები. განსხვავებულ აზრს პატივს სცემს. მოსწონს როდესაც ადამიანებს ეხმარება და ხშირად მისი საქმიანობა სწორედ რაიმე ფორმის დახმარებას მოიცავს. ლიდერობს არასტანდარტულ საქმიანობაში.
მუდმივად სურს ცვალებადობა, რეფორმები, სიახლეები. დამოუკიდებელია ბუნებით, აზრებს მხოლოდ საკუთარი შეხედულებების მიხედვით იქმნის. როგოც წესი მოიაზრება არაფორმალურ ლიდერად ნებისმიერ ჯგუფში. ქცევაში არის არაპროგნოზირებადი.
გამომგონებლობა მისი გონებისთვის ჩვეული რამ არის. ესაა მოყვასისადმი სიყვარულის გამოვლინება. არასოდეს ანსხვავებს ადამიანებს სოციალური სტატუსით, ან სხვა რაიმე ფორმით, მისთვის ყველა ერთია და ყველა ღირებულია. სოციალური მოვლენების მაჯისცემის კურსშია მუდმივად. კოლექტივი, მეგობრები და ზოგადად სოციუმი მის ცხოვრებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
უარყოფით გამოვლინებაში დაზიანებული მზე მეთერთმეტეში – აფერიზმისაკენ მიდრეკილება, მეგობრები ღალატობენ. ცხოვრობს რეალობისაგან შორს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია