მზე მეათე სახლში

    0
    1923

    ამ ადამიანებს საკუთარი მიზნების რეალიზების ძლიერი სურვილი აქვთ. ელტვიან ძალაუფლებას, საოცარი დისკომფორტი ეუფლაბათ, როცა ხელქვეითის როლში უწევთ ყოფნა და სხვის ბრძანებებს ემორჩილებიან. საკუთარი ამბიციებისა და ავტორიტეტის მოხვეჭის სურვილში მთავარია დაიცვან ზომიერება. კარგი იქნება თუ იპოვნიათ ისეთ საქმეს, სადაც თავად იქნებიან მმართველნი და არა მართულნი. აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პიროვნებამ მიიღოს საკუთარი ამბიციურობა, მაგრამ არ მოირგოს ის როლი, რომელიც მისი ნამდვილი სახისაგან ძლიერ განსხვავდება. ჩვეულებრივ კოლოსარულ ენერგიას დებენ კარიერაში, ამიტომ წარმატებასაც აღწევენ. ეს პოზიცია სწორედ კარიერული წარმატების ერთ-ერთ მთავარ ინდიკატორად ითვლება. არის შანსი მოექცნენ  ყურადღების ცენტრში, მოიპოვონ აღიარება და პოპულარობა.

    მეორე მხრივ ქედმაღლობა, ამბიციურობა და სიამაყე მათი ხასიათის განუყოფელი თვისებებია. ამ ადამიანებს აუცილებლად ეძლევათ შანსი გასცდნენ იმ სოციალურ საფეხურს, სადაც დაიბადნენ. მხოლოდ მოპოვებული სტატუსი და აღიარება ანიჭებთ შინაგანი კმაყოფილების განცდას. ძალიან კონკურენტუნარიანები არიან, ამჟღავნებენ უმაღლეს პროფესიონალიზმს საქმეში.

    ისინი ეძებენ ღირსეულ პარტნიორს, რომელსაც ექნება საჭირო საზოგადოებრივი პოზიცია და დაფასება.

    ქალის რუკაში მიუთითებს ქმრის ან მამის მაღალ თანამდებობრივ და სოციალურ მდგომარეობაზე.

    აქვთ საოცარი ნებისყოფა, მოთმინება, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, გამორჩეული ტაქტიკა, მმართველობითი უნარები და მაღალი სისცოცხლისუნარიანობა (ჩვეულებრივ დღეგრძელები არიან). საკუთარი და სხვების ღირსება მათთვის მთავარი საზომია. ძვლებამდე სძულთ ყველაფერი, რასაც მათ ღირსებაში ეჭვის შეტანა, ან მისი რაიმე ფორმით შელახვა შეუძლია. თუნდაც სიფიცხე გამოავლინონ, მაინც ყოველთვის იცავენ ზღვარს. პროტექცია მისი ღირსების გრძნობას აკნინებს, ამიტომ უმეტესად სწორედ საკუთარი პროფესიონალიზმითა და შრომით აღწევს წარმატებას. ხასიათდება დამოუკიდებლობისაკენ ლტოლვით.

    უარყოფით გამოვლინებებში ადამიანები ნაკლებად სინდისიერნი არიან. ძალაუფლებისაკენ ლტოლვა დიქტატორობაში გადასდით. ქედმაღლობა და თავხედობა უკიდურეს ფორმებს იღებს. უღირსი საქციელის შემთხვევაში ისინი შესაძლოა დაისაჯონ კარიერის გაფუჭებით.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია