მზე პირველ სახლში

0
18262

ძალიან თავდაჯერებული პიროვნებაა, გამოირჩევა ძლიერი სიცოცხლისუნარიანობით და ოპტიმიზმით. დაბადებით ლიდერია, ძალიან მამაცი და გამბედავია. არასოდეს განიცდის ენთუზიაზმის დეფიციტს. აქვს საოცრად ძლიერი ნებისყოფა. პოზიტიური ნატურაა, კონკურენტუნარიანი და პატივმოყვარეა, მაღალი თვითშეფასებითა და ძლიერი ღირსების გრძნობით.

ოსტატურად ახერხებს რესურსებისა და შესაძლებლობების გამოყენებას, რაც წარმატებებისაკენ გზას უკვალავს.

არ ასვენებს თვითგამოხატვის მოთხოვნილება. შეუძლია გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა და თვითონაც მშვენივრად იცის ამ უნარის შესახებ. საუკეთეთესო შემთხვევაში იგი მოახერხებს სამყაროში წარუშლელი კვალის დატოვებას ისე, რომ არ გახდება შეპყრობილი იმით, თუ რას იფიქრებენ სხვები მასზე.

თვითგამოხატვა ხდება ისეთი პიროვნული მახასიათებლების ხაზგასმის წყალობით, როგორიცაა გარეგნობა, იმიჯი, თვითშეფასება და პიროვნული ინტერესები. საჭიროა საკმარისად იცნობდეს თავს მისივე იდენტობის, მიზნისა და ბედის აღსაქმელად.

იგი უნდა გახდეს თვითკმარი, ხოლო მიზნები მაქსიმალურად განსაზღვროს, ასე შეძლებს ცხოვრებაში მისთვის განკუთვნილი ადგილის პოვნას.

მონიჭებული ენთუზიაზმი ხშირად ვლინდება კარგი ჯანმრთელობითა და სიცოცხლისუნარიანობით. არის ტენდენცია ერთდროულად იყოს ამაყი და თავხედი.

მარტივად აზრს ვერავინ შეაცვლევინებს, იმპულსურია. აქვს უზღვავი ენერგია. სურს თავს მნიშვნელოვან ფიგურად გრძნობდეს.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია