სატურნი მეცხრე სახლში

    0
    7972

    ამ ადამიანს მყარი მსოფლმხედველობა და მაქსიმალურად პრაქტიკული ფილოსოფიური ხედვა აქვს. დოგმატიზმი მისთვის უცხო არაა. მაგალითად, იგი მარტივად არ იღებს ასტროლოგიას.   მკაცრად ჩამოყალიბებული ღირებულებათა სისტემა გააჩნია, რომელშიც დიდი სიამოვნებით მოაქცევდა დანარჩენ სამყაროს. გამოირჩევა ძლიერი ორგანიზაციული უნარებით. განსაკუთრებით წარმატებულია რელიგიაში, ფილოსოფიაში, განათლებაში, საგამომცემლო საქმესა და იურისპუდენციაში. ბუნებით ნამდვილი კონსერვატორი და პრაქტიკულად მოაზროვნეა. თვლის, რომ კანონები და წესები მთავარია. სკეპტიკურად უყურებს ნოვატორული იდეებისა და ფანტაზიების სამყაროს. ვინაიდან სატურნი იძლევა შიშებს, ამ სახლში მისი მდებარეობა პროგრესისა და განვითარების ქვეცნობიერ შიშს აძლევს ადამიანს. უმჯობესია თუ სიახლეებისა და კრეატივისადმი მეტად გახსნილი დარჩება.

    უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – წარუმატებელი მოგზაურობები, სიხისტე შეხედულებებში, ცდილობს გარშემომყოფებს საკუთარი აზრი მოახვიოს თავს, მისი მორალი უკიდურესად სუბიექტურია.

    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია