ამ ადამიანს ერთი მხრივ, სტანჯავს სიკვდილის, იდუმალების და ცვლილებების შიში და მეორე მხრივ, არის ტენდენცია აკონტროლოს მასში არსებული ყველაზე მძაფრი ემოციები. აინტერესებს ყველაფერი პარანორმალური და მისტიური, თუმცა თავს არ ანებებს განგაშის შეგრძნება.
მიაჩნია, რომ სისუსტეებს თუ გამოავლენს, გარშემომყოფები ამით აუცილებლად დაიწყებენ მანიპულირებას, ამიტომ საგულდაგულოდ ფარავს თავის ნამდვილ შეგრძნებებს. უამრავ შეზღუდვას უწესებს თავს სექსშიც.
ეს შიშები სულაც არაა შემთხვევითი, ისინი რეალიზდებიან — მტკივნეულად ეგუება ცვილებებს, შფოთავს ტრანსფორმაციის თაობაზე, შედეგად უწევს შეუბრალებელი ცხოვრებისეული გამოცდების და უამრავი გარდატეხის გავლა. აქვს სიკვდილის ფობია, საპასუხოდ არცთუ იშვიათად ხვდება ექსტრემალურ პირობებში და რადგან ემოციების გამოხატვა არ შეუძლია, იძულებულია დარჩეს მაქსიმალურად ცივსისხლიანი ყველაზე სახიფათო სიტუაციებშიც. სიმშვიდეს ურღვევს ყველაფერი მისტიური და საბოლოო ჯამში უწევს თვალი გაუსწოროს მას. საბოლოოდ შეიცნობს, რომ ცვლილებები მისი პიროვნული განვითარების საშუალებაა, იქნება საოცრად ამტანი და მშვიდი კრიზისის დროს და ასევე შეუძლია მიაღწიოს სულიერების უმაღლეს საფეხურებს, თვითდისციპლინა ამაში ნამდვილად შეუცვლელ სამსახურს გაუწევს.
ხშირად შეხება აქვს მეუღლის ქონებასთან, პოზიცია მიანიშნებს ფინანსურ გართულებებზე ქორწინებისა თუ ბიზნეს პარტნიორთან. როგორც წესი, მატერიალური პასუხისმგებლოს სიმძიმე მას ეკისრება.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ქონების დაკარგვა, სრული გაკოტრება, სიკვდილის და ცვლილებების შიში, კოშმარები.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია