ეს ადამიანი ქორწინებას დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება, ურთიერთობაში თავშეკავებულობა ახასიათებს. პარტნიორს დიდხანს და მთელი სიფრთხილით არჩევს. სატურნის ეს მდებარეობა საუკეთესო გამოვლინებაში გვიანი, მაგრამ ბედნიერი და მყარი ქორწინების მაჩვენებელია. შესაძლოა ქორწინება ასაკით უფროს ადამიანთან, არის შანსი ამ კავშირმა მოუტანოს მისთვის სასურველი საზოგადოებრივი პოზიცია. იზიდავს სერიოზული, თავშეკავებული, საღი აზრის, ასაკით უფროსი და გარკვეული სოციალური სტატუსის მქონე ადამიანები. თუმცა, ჩვეულებრივ პარტნიორული კავშირები მისთვის რამდენადმე შემზღუდველია, რადგან უამრავი ვალდებულება ეკისრება. არაა გამორიცხული მეუღლე ცივი და მომთხოვნი იყოს.
მას კომუნიკაციის დამყარება უჭირს. ირგვლივ ყველა თხოვს გამოავლინოს ფსიქოლოგიური სიმწიფე და მუდმივად ახსენებენ თავის ვალდებულებებს. თანამშრომლობის დროს გამოირჩევა დისციპლინით. ზედმიწევნით შეუძლია საბუთების მოწესრიგება. მისგან კარგი იურისტი დგება. ასევე კარგი მდებარეობაა ხელოვანებისათვის. ჰყავს ძლიერი და გავლენიანი მტრები.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – დაუქორწინებლობა ან უიღბლო ქორწინება, გაუცხოება პარტნიორთან და სიცივე ურთიერთობაში, ღია მტრები უამრავ პრობლემას უქმნიან, უპასუხისმგებლობა, სიმხდალე და ბრძოლის უუნარობა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია