სატურნი სწორედ მეექვსე სახლში გრძნობს თავს ყველაზე კომფორტულად, რამეთუ აჩვენებს სამსახურისა და საკუთარი ჯანმრთელობისადმი ადამიანის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას.
საუკეთესო გამოვლინებაში პასუხისმგებლობის გრძნობით სავსე, კეთილსინდისიერი, მომთმენი და მორჩილი მუშაკია, რომელიც შრომობს ხანგრძლივად, სტრუქტურიზებულად, მაღალი კონცეტრაციით, აქცევს ყურადღებას ყველა დეტალს. ერთი სიტყვით, ძალიან სერიოზულად ეკიდება მის საქმეს და უჭირს ზომიერების დაცვა. ამასთან, ვერასოდეს კმაყოფილდება, სულ აქვს შეგრძნება, რომ რაღაც სათანადოდ სრულყოფილად ვერ გააკეთა. მიუხედავად ამგვარი თავდადებისა სამსახუში წინსვლის პერსპექტივა ნელა მოდის, მისი ძალისხმევა ხშირად დაუფასებელია. გამორჩეულად ზრუნავს თავის ჯანმრთელობაზე და ჩვეულებრივ იტანჯება იპოქონდრიით. კარგი პოზიციაა ექიმებისათვის.
საქმიანობა ყოველთვის სიამოვნებას არ ანიჭებს და შრომობს თავის გატანისათვის. აქედან საფრთხეა მოექცეს ხაფანგში – იშრომოს არა ცხოვრებისათვის, არამედ იცხოვროს შრომისათვის.
თუ მეექვსე სახლი ურანით არაა მართული, ან ურანიც მეექვსე სახლში არ მოექცა, ადამიანი არ იცვლის სამუშაო ადგილს.
უარყოფით გამოვლინებაში ( როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია, ან ადამიანმა ვერ მოახერხა სწორად განვითარება) – უმუშევრობა, ან უამრავი ვალდებულება სამსახურში, კონფლიქტები სამუშაო ადგილზე, მუდმივი სტრესი, არის საფრთხე, რომ ზედმეტი შრომა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია