სატურნი მეხუთე სახლში

0
9325

საუკეთესო გამოვლინებაში ამ ინდივიდს აქვს ტენდენცია პროფესიად საყვარელი საქმე გაიხადოს და მიეძღვნას მას მთელი არსებითა და უდიდესი პასუხისმგებლობით, ისე, რომ სხვა არაფრისათვის დაიტოვოს დრო. იჩენს თავგანწირვას შვილებისადმი. შესაძლოა მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთი სიყვარულის ობიექტი ჰყავდეს და იყოს უაღრესად ერთგული მის მიმართ.

უმეტესწილად კი მას უჭირს ცხოვრებისაგან სიამოვნების მიღება, სიყვარული ძალიან სერიოზული თემაა მისთვის და პირად ურთიერთობებს სამსახურივით აღიქვამს. რომანებისაგან მეტ ტკივილს იღებს, ვიდრე სიამოვნებას. არ არის გამორიცხული სკეპტიკურად უყურებდეს სიყვარულს, ან ჰქონდეს უარყოფის შიში. ახასიათებს სექსუალური სიმორცხვე. სურს პარტნიორისაგან მიიღოს საჭირო დაფასება და აღიარება. შესაძლოა ჰქონდეს კავშირი ასაკით უფროს ადამიანთან. ეს მდებარეობა მიუთითებს სირთულეებზე ბავშვების აღზრდაში. ფინანსურ სპეკულაციებს, ასევე, დიდი დაკვირვება სჭირდება. ურთულდება კრეატიული ტალანტის გამოვლენა, ან სჭირდება დიდი დრო საკუთარი ტალანტის გასაცნობიერებლად. არ შეუძლია უბრალოდ მხიარულება და თამაში, გართობისთვისაც კი სერიოზული მიზეზი სჭირდება. საჭიროა მისცეს თავს განტვირთვის საშუალება. არის შანსი ჰქონდეს ყურადღების ცენტრში მოქცევის ფობია. აღნიშნული პრობლემების დაძლევის შემთხვევაში ადამიანი მივა იქამდე, რომ სრულად მოახდენს რეალიზებას როგორც შემოქმედებაში, ისე სასიყვარულო ურთიერთობაში. პირველ რიგში უნდა ისწავლონ მოდუნება და ბუნებრივობა ქცევაში.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – სიყვარულში ცივი, მარტივად ვერ გამოხატავს სითბოსა და გრძნობებს, ვერ ახდენს შემოქმედებითობის რეალიზებას, უშვილობა, ან პრობლემები შვილებთან ურთიერთობაში.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია