ამ ადამიანისათვის სახლი თავშესაფარია სამყაროსაგან თავის დასაცავად, ამიტომ სასიცოცხლოდ სჭირდება, რომ ის იყოს მყუდრო და უსაფრთხო. მგრძნობიარედ რეაგირებს მატერიალური უსაფრთხოების საკითხზეც.
აღნიშნული მდებარეობა მიუთითბს ბევრ ვალდებულებაზე ოჯახსა და საშინაო საქმეებში. ეს ინდივიდი მიისწრაფვის შეიმუშაოს სახლში გარკვეული დისციპლინა. შფოთავს საკუთარ უსაფრთხოებაზე და ცდილობს მიიღოს ზომები ნებისმიერი გაუგებრობის თავიდან ასარიდებლად. მიწებებულია წარსულსა და მშობლიურ ფესვებზე.
მისი ზრუნვის ფორმა საკმაოდ ცივი და უპიროვნოა. არის შანსი, რომ ბავშვობაში სითბოსა და სიყვარულის ნაკლებობას განიცდიდა, ჰყავდა მკაცრი მშობლები, რომლებიც უამრავ შეზღუდვას უწესებდნენ, ამიტომ თითქოს საოჯახო საქმეების მიმართ ამგვარი პასუხისმგებლობით ცდილობს ამ დანაკლისის ანაზღაურებას. უჭირს აპატიოს მშობლებს მის აღზრდაში დაშვებული შეცდომები. სატურნისეული საოჯახო მზრუნველობა საოცრად ჰგავს ოფისში მუშაობას, ვერ ტკბება პროცესით. საკმაოდ პატრიოტი ნატურაა.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – უსახლკარობა, ვერ პოულობს სამშობლოში ადგილს და უჭირს გაუგოს მას, კარგავს საკუთარ ფესვებს, ზედმეტად მკაცრი და ცივი მშობლები, პრობლემები ოჯახში, სადაც გაიზარდა, მარტოობა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია