ეს ადამიანი არ გამოირჩევა სიტყვაუხვობით, კომუნიკაციის დამყარება უჭირს გარშემომყოფებთან. საკმაოდ თავშეკავებულია. სანაცვლოდ კარგი მსმენელია.
მისი იდეები ყოველთვის პრაქტიკულია, ითვალისწინებს რა მათ სარგებლიანობასა და არსებითობას. საუბრის მანერა მიზანმიმართული, ჩამოყალიბებული და თანმიმდევრულია. მუშაობის პროცესში ყველა წვრილმანს აქცევს ყურადღებას. როგორც წესი, აქვს ნიჭი მათემატიკაში და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. იურიდიულ საკითხებში ძალიან დაკვირვებული და ფრთხილია, ხელს მარტივად არ მოაწერს. ამიტომ წარმატებით მუშაობს საბუთებთან. ურთულდება ინფორმაციის ათვისება და ადრეულ წლებში გარკვეული სირთულეების გადატანა უწევს სწავლაში. მას ეშინია, რომ საკმარისი უნარები არ აქვს. სამაგიოროდ მიღებული განათლება მყარი, სტაბილური და სტრუქტურიზებულია. უყვარს სიმართლის თქმა და ზოგადად სწორად შეუძლია კარგისა და ცუდის გარჩევა. მიდრეკილია მენტალური დეპრესიისაკენ. საუბრობს მშრალად, რასაც ადამიანები მის ინდიფერენტულობას მიაწერენ, სინამვილეში სულაც არ არის გულგრილი საუბრის თემისადმი. მთავარია ყურადღება გავამახვილოთ შინაარსზე და არა ინტონაციაზე. ეს ის შემთხვევაა, როცა მთავარია რას ამბობს და არა როგორ ამბობს.
უარყოფით გამოვლინებაში ( დაზიანებული სახლი, ან პლანეტა) – არასწორად აღქმული ინფორმაცია, უჭირს ათვისება, უკონტაქტობა, შეფერხებული მეტყველება, შორს იჭერს თავს ნათესავებისა და ოჯახის წევრებისაგან, პრობლემები დოკუმენტებთან, ხიფათი ახლო მანძილზე მოგზაურობის დროს.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია