ძალიან დიდი ამბიციები აქვს მატერიალური სიკეთის მოპოვების საკითხში. ბიზნესში საკმაოდ შორსმჭვრეტელია და ყოველთვის ღირსეულად ცდილობს ფულის გამომუშავებას. ძალიან პრაქტიკული ადამიანია, შავი დღისთვის მუდამ ცდილობს რაიმე ჰქონდეს გადანახული. ხარჯავს ეკონომიურად და მომჭირნედ. აქაა გამოვლენილი საღარიბის ფობია. ფინანსური უსაფრთხოების მიღწევა მარტივად არ გამოსდის, ამ გზაზე ბევრი დაბრკოლების გადალახვა უწვეს. თუმცა მიუხედავად კლასიკური ტექსტების ამ ფატალური მიდგომისა, უნდა გვახსოვდეს რომ აქ სიტუაციას ბედზე მეტად ადამიანის დამოკიდებულება და შიშები განსაზღვრავს. ეს ინდივიდი ქონების დაგროვების მიმართ საკმაოდ პესიმისტურადაა განწყობილი. მუდმივად ფრთხილობს ინვესტირების დროს, ეშინია რისკის გაწევის, ამიტომ ფულს აბანდებს ნაკლებ შემოსავლიან და შედარებით გარანტირებულ საქმეში.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – სიღარიბე, სიძუნწე, მუდმივი ვალი.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია