ამ ადამიანს თითქოს უხილავი ბორკილები ადევს, გრძნობს აბსოლუტურ გაუცხოვებას სამყაროსთან, უჭირს მიიღოს საკუთარი თავი, მუდმივად ისწრაფვის მარტოობისაკენ. საოცრად სტანჯავს დანაშაულის შეგრძნება და ნათლად ვერც აცნობიერებს ზუსტად საიდან მოდის ამგვარი შფოთვა და მოუსვენრობა. ეშინია მისივე ემოციების და უარს აცხადებს სხვებისაგან დახმარების მიღებაზე, თუნდაც ეს მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყოს. ურჩევნია სრულ მარტოობაში გადალახოს ყველა ცხოვრებისეული გამოწვევა, ვიდრე გამოხატოს რას განიცდის და გრძნობს. მისი აზრით, გულწრფელობა განიარაღებულს და დაუცველს დატოვებს სასტიკი სამყაროს წინაშე. ამდენად აქტიურად მიმართავს თვითკონტროლს. მან უნდა შეწყვიტოს სამყაროს ისე აღქმა, რომ იგი თითქოს მხოლოდ საფრთხითა მუქარით სავსე ადგილია.
როგორც წესი, ეს ადამიანი ყველაზე მასშტაბურ ორგანიზაციებშიც კი ახერხებს დარჩეს კულისებში და იქედან აკეთოს თავისი საქმე.
ცხოვრებაში არაერთხელ შეიძლება გახდეს ადამიანური უმადურობისა და ღალატის მსხვერპლი. მიუხედავად ამისა არ უნდა დაკარგოს კეთილშობილება და სხვებისათვის დახმარების გაწევის სურვილი.
საუკეთესო გამოვლინებაში უნიკალური ფსიქოლოგიური ყნოსვა აქვს, ზედმიწევნით გრძნობს ადამიანურ სიღრმეებს, თუ შიში გადალახულია დიდი ინტერესით და ინტუიციით ორიენტირდება სულიერების თემებზე. სატურნი კარგი ორგანიზატორია, ამიტომ ამ სფეროში მოცემულ უნარების ხარისხიან სისტემატიზაციას ახდენს.
უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – საოცარი შეზღუდულობის შეგრძნება, ფსიქოლოგიური პრობლემები – დეპრესია, სხვადასხვა ფობიები, იპოქონდრია, უკიდურესად აფრთხობს ყველაფერი იდუმალი და მისტიური, საფრთხე ფარული მტრების მხრიდან, თავისუფლების აღკვეთა.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია