სატურნი მეთერთმეტე სახლში

0
7780

ამ მდებარეობისას ადამიანს ურთულდება მეგობრების შეძენა, სურვილებისა და იმედების, მიზნებისა და ამბიციების მიღწევა. მიუხედავად ამისა შეუძლია გამოიჩინოს მოთმინება და იშრომოს.

მძიმე მოთხოვნები შეიძლება დაეკისროს მეგობრების, ნაცნობების, ჯგუფებისა და ასოციაციაბის მხრიდან. გუნდურ სამუშაოს მთელი პასუხისმგებლობით ჰკიდებს ხელს და არის კიდეც საიმედო საყრდენი ამგვარ გაერთიანებეში, თუმცა იგი კომფორტის ზონაში ნამდვილად არ გრძნობს თავს. აკრიტიკებს წევრებს, იოლად იღლება აქტიური სოციალური ცხოვრებით და მარტო დარჩენის მოთხოვნილება უჩნდება. ხშირად ეჯავრება კიდეც ჯგუფში გამეფებული წესრიგი. სინამდვილეში ქვეცნობიერის სიღრმეში იმალება ასეთ პირობებში სათანადოდ ვერრეალიზების შიში. გაცილებით მარტივია იზეიმოს მისი უნიკალურობა მარტო დარჩენილმა, ვიდრე ჯგუფში მოახდინოს აღრევა. მას ეშინია იყოს ჩვეულებრივი და რიგითი წევრი. საკუთარი გრძელვადიანი მიზნების რეალიზება რომ შესძლოს საჭიროა დაძლიოს ამგვარი ფობიები და კონცენტრირდეს დასახულ ამოცანაზე.

საკმაოდ ფართო წრის მიუხედავად, ერთი ან რამდენიმე ახლო მეგობარი ჰყავს. სამეგობროდ უფრო ასაკიანი და გამოცდილი ადამიანები მოსწონს. არის შანსი მეგობრებთან ჰქონდეს დისტანციური და ცივი ურთიერთობა.

საუკეთესო გამოვლინებაში ეს ადამიანი შეთახმებულად მუშაობს სხვების მხარდამხარ, მიესალმება უახლეს იდეებსა და რეფორმებს, თავადაც არის ინოვაციური მეთოდებისა და გზების გამომგონებელი, ჰყავს ერთგული და სანდო მეგობრები.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – სიახლეებისა და პროგრესის შიში, უარს ამბობენ სოციალურ აქტივობაზე, მეგობრები ღალატობენ, თავადაც არ ესმის მეგობრობის არსი.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია