თავდაჭერილი ადამიანი, მკაცრი და ცივი გარეგნობით. ხასიათდება ღირსეული ქცევით. ურთიერთობებში შებოჭილი და ზედმეტად სერიოზულია, მუდამ იკავებს დისტანციას. არ შეუძლია მოდუნება და გართობა. ზოგჯერ მიდრეკილია დეპრესიისაკენ. თვითგამოხატვაში ხასიათდება გარკვეული ტიპის კომპლექსებით, ძალიან ურთულდება გულახდილი საუბარი, ეშინია გულწრფელობის. არავის აჩვენებს თავის ემოციებს. ისწრაფვის წარმატებისკენ და ამას ნელა და მეთოდურად აკეთებს, სინამდვილეში თავის შესაძლებლობებში ყოველთვის ეჭვი ეპარება. თავდაჯერებულობის შეძენის პროცესი ნელა მიდის. მდებარეობა ადამიანს აძლევს სიმყარეს და სტაბილურობას.
აქვს ჩამოყალიბებული დისციპლინა. სოციალური სახის მაგალითია. დიდ მოთხოვნებს უყენებს საკუთარ თავს. მძიმედ შრომობს, საოცარ ნებისყოფასა და მოთმინებას ავლენს. გამოირჩევა განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობით. შეიძლება აწუხებდეს მოუსვენრობა და დანაშაულის შეგრძნება, რომელთანაც გამკლავებაა საჭირო. როგორც წესი, ბავშვობა და ცხოვრების პირველი პერიოდი გაცილებით რთული აქვს.
უარყოფითი გამოვლინება (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – ადამიანები თავს არიდებენ, უკიდურესად დაკომპლექსებული და შეზღუდულია ურთიერთობებში, გადაჭარბებული პატივმოყვარეობა, დეპრესიული და მორცხვია.
© mental.ge
ყველა უფლება დაცულია