პლუტონი მეცხრე სახლში

    0
    5912

    იგი რევოლუციონერი ფილოსოფოსია, რომლის მსოფლმხედველობა არამხოლოდ ცოდნისა და რომელიმე კონკრეტული გამოცდილების საფუძველზე ყალიბდება, არამედ სიღრმიდან მოდის. ყველა დამოკიდებულება, შეხედულება და რწმენა უამრავ შინაგან ფილტრს გადის, ვიდრე საბოლოო სახეს მიიღებდეს. თუმცა ეს ყველაფერი სულაც არაა, მისი ღირებულებათა სისტემის გადაახლება ცხოვრებაში არაერთხელ ხდება. სამართლიანობის შეგრძნებაც დამკვიდრებულ მორალ ნორმებზე მეტად, შინაგანი ხმის გავლენით უყალიბდება.

    საოცრად დამაჯერებელია, მას შეუძლია საკუთარი იდეები მასებში გახადოს პოპულარული და მისაღები, გავლენის მოხდენა ნამდვილად არ გაუჭირდება. ზედმიწევნით აღიქვამს არამატერიალურ სამყაროს და ხშირად იძენს ისეთ ცოდნას, რომელიც დაკავშირებულია ოკულტიზმთან.

    ტრანსფორმაციისა და სულიერი განვითარების წყარო ხდება საზღვარგარეთი, მოგზაურობები, უმაღლესი განათლება და მსოფლმხედველობის ცვლა.

    მისი სიბრძნე მიწიერზე მეტად, სულიერი შინაარსისაა, რელიგიაც ღმერთის ინსტიქტურ შეგრძნებას უფრო უკავშირდება, ვიდრე ცარიელი დოგმების სისტემას.

    უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) – უსიამოვნებები საზღვარგარეთ, საფრთხე მგზავრობისას, მაგიური ცოდნის ბოროტად გამოყენება.
    © mental.ge
    ყველა უფლება დაცულია