პლუტონი მერვე სახლში

0
7410

შინაგანად ძლიერი, გადამდები ენერგეტიკის, იდუმალი ინდივიდია მკვეთრად გამოხატული სექსუალურობით. მას სურს და ხელეწიფება კიდეც გავლენის მოპოვება და სიტუაციის მართვა. სხვების აზრებში წვდომის უნარი აქვს და საოცრად ოსტატურად შეუძლია აკონტროლოს საკუთარი მგრძნობელობა და ემოციები. სიტუაციით მანიპულირება ძალიან მარტივად გამოსდის. იზიდავს ტაბუები და დაფარული ცოდნა. ხშირად ინტერესდება ეზოთერიკით, ფსიქოანალიზით, ოკულტიზმით, ასტროლოგიით. ცდილობს მოვლენები სიღრმიდან აღიქვას. უნიკალური ინტუიციის წყალობით ზედმიწევნით ხვდება რისი გაცემაა საჭირო, რომ მიიღოს ის, რაც სურს. იგი ცხოვრებაში ბევრ ექსტრემალურ გამოცდას აბარებს, ეს ყველაფერი კი ტრანსფორმაციაში ეხმარება. ზოგადად სექსუალური ცხოვრება და ქარტეხილები მისი სულიერი გარდაქმნის სამსახურში დგას. არცთუ იშვიათად ყველაფერი მიწასთან სწორდება, რაც მანამდე შეუქმნია და ნულიდან დაწყება უწევს. მის ორგანიზმს ძალების სწრაფად აღდგენის უნარი აქვს.

კარგად აანალიზებს სიტუაციას, აზროვნების ეს ტიპი ფინანსური შემოსავლების გაუმჯობესებაში ეხმარება.

სასიყვარულო ურთიერთობაში მას არ აკმაყოფილებს ნეიტრალური და ზომიერი ემოციები, მას სურს ყველაფერი, სურს აკონტროლოს პარტნიორის აზრებიც კი, გახდეს დომინანტი.

უარყოფით გამოვლინებაში (როდესაც პლანეტა, ან სახლი დაზიანებულია) — საკუთარი ფარული ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და მანიპულირება ადამიანებით, ინტრიგები, გარყვნილება, სექსუალური ინსტიქტების მონობა.

© mental.ge
ყველა უფლება დაცულია